Office 2019 თქვენი Mac-ისთვის

1 ოქტომბერს Microsoft-მა საოფისე პროგრამების ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც სპეციალურად Mac-ის სისტემებისთვის იქნება გათვილი.

Office 2019
მომხმარებლებს სთავაზობს განახლებულ Word, Excel, PowerPoint, Outlook, Project, Visio, Access და Publisher აპლიკაციებს.

საოფისე პროგრამების ახალი ვერსიები მიიღებენ დამატებით ხაზოვან დიზანს, როგორც Power Point-ის შემთხვევაშია. Microsoft-მა Word-ს ფოკუსირების რეჟიმი დაუმატა. Power Point-ში კი ტრანსფორმაციის სხვადასხვა ფუნქციებს შევხვდებით, რომელსაც SVD და 3D მოდელების მხარდაჭერა ექნება.

Office 2019
თავდაპირველად მხოლოდ ბიზნეს და კომერციული კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ახალი წლიდან კი მისი მიღება ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.