ახალი iMac ხუთი მილიარდამდე ფერს არჩევს

Apple-მ 21 მარტს iMac-ის ხაზი გაანახლა.

 

"ჩვენ iMac-ისთვის მნიშვნელობა არ შეგვიცვლია. მიზანი იგივეა რაც მისი შექმნის დროს იყო - შევქმნათ ძლიერი, მაგრამ ამავდროულად მარტივი მოსახმარი პერსონალური კომპიუტერი", - ამბობენ Apple-ში.


სწრაფი პროცესორი, მაღალი ეკრანის გარჩევადობა, ახალი თაობის მეხსიერების ბარათი, ყველაზე უსაფრთხო და დაცული ოპერაციული სისტემა - iMac ყველა ხელსაწყოს გაძლევთ რომ შექმნათ საოცრებები.

 

სულ უფრო და უფრო კაშკაშა ხდება iMac-ის ეკრანი. მასზე განსაცვიფრებელი 4k და 5k გარჩევადობის ფერებია. iMac-ის ახალ სერიაში უკვე 5 მილიარდამდე ფერს გაარჩევთ.

 

განახლებისას დიდი ყურადღება დაეთმო ვიდეო დაფას, როგორც Apple დაგვპირდა 5GB 4K ვიდეო ფაილი 2 წამში უნდა დარენდერდეს.