
ზეგ, ახალი პროგრამული განახლება - iOS 13 დაანონსდება
რას ველოდებით:
ერთი წლის წინ Apple-მა Mac-ებისთვის გამოუშვა ღამის რეჟიმი (ე.წ. Dark mode), ნავარაუდებია რომ ეს რეჟიმი, სექტემბრიდან iPhone-საც ექნება.
თამაშები და სოციალური მედია ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. დროა ხმის აწევის, ან ჩაწევისას ანიმაცია აღარ იკავებდეს მთელ ეკრანს და არ გვიშლიდეს ხელს კონტენტის ყურებისას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხმის აწევისას ანიმაცია დაბლა, ან ზედა კუთხეში გადაინაცვლებს.
წინა განახლებაში, Apple-მა წარმოგვიდგინა ძილის რეჟიმი (Sleep mode). ”ყოველდღე ერთი და იგივე დროს დაძინება და გაღვიძება, ხელს უწყობს სხეულის მხნეობას. ამიტომ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ." - ამაყად განაცხადა Tim Cook-მა, შარშან. ეს ამოცანა, რომ შესრულდეს აუცილებელია ძილის დროს არ გაგვეღვიძოს, ამიტომ ამ რეჟიმის გააქტიურებისას ავტომატურად ჩაირთვება Do not disturb ფუნქციაც.
Find my iPhone აპლიკაცია და Find my Friends გაერთიანდება და ერქმევა "Find my." ტელეფონის მოძებნა ინტერნეტის გარეშე, მოწყობილობასთან სიახლოვესაც შეგეძლებათ”.
iMessage - უფრო დაემსგავსება Whatsapp-ს და შეგეძლებათ სტატუსის და პროფილის ფოტოს დაყენება.
iPad მიიღებს დიდ განახლებებს, - მათ შორის შეგეძლებათ გამოიყენოთ, როგორც Mac-ის დამატებითი ეკრანი.