Apple watch-მა ყველაზე მეტად იცნობს ჩვენს გულს

Apple Watch ის მოწყობილობაა, რომელიც ყველას უნდა ეკეთოს ხელზე. არა იმიტომ, რომ ის მხოლოდ ლამაზი და ელეგანტურია, არამედ იმიტომ რომ Apple watch-მა ყველაზე მეტი იცის ჩვენი გულის შესახებ.

 

თავიდან როცა Apple Watch Series 2 შევიძინე.. უბრალოდ იმიტომ შევიძინე, რომ ჩემს მეგობრებს ქონდათ.

 

მომეწონა, კარგად იჯდა ეკოსისტემაში და კომფორტული იყო მანქანის მართვისას. (თუმცა გულახდილად, ყველაზე დიდი პლუსი ის არის რომ შხაპის მიღებისას არ გამოგრჩება მნიშვნელოვანი ზარები თუ სმს-ები).


პირველი ორი თვე სხვა არაფერში გამომიყენებია საათი - ვპასუხობდი შეტყობინებებს და ვცვლიდი მუსიკებს.

 

შემდეგ გადავწვიტე ვარჯიში დამეწყო - Apple Watch საუკეთესო მოტივაციაა ამისთვის. შევატყვე რომ ყოველ კვირას ვარჯიშში უფრო მეტს ვაღწევდი. ასეთი ფუნქცია აქვს - შენს შედეგებს მეგობრის შედეგებს ადარებს. მეც როგორც დაბადებული პირველობისთვის (ჩემი აზრით მაინც) ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს რომ ჩემი სანაცნობო წრე მეტ კალორიას ხარჯავდა.

 

ერთ ღამესაც დასაძინებლად დავწექი, როგორც წესი საათი ღამე ხელზე მიკეთია (ვზომავ რამდენი საათი გავატარე ღრმა ძილში) და ასეთი ჩვევა მაქვს - ძილში ვბოდავ, რასაც ჩემი საათი იმახსოვრებს და დილით ვუსმენ - მაინტერესებს. დაახლოებით ღამის 4 საათზე მაჯაზე ვიბრაცია მაღვიძებს, Apple Watch შეტყობინებას მიგზავნის, რომ ჩემი გული არანორმალურ რეჟიმში ძგერს და მთავაზობს სასწრაფოდ ექიმთან დარეკვას. თავიდან ყურადღება არ მივაქციე თუმცა შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა.
ბოლოს სასწრაფოში დავრეკე, გადამოწმების მიზნით. დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი მჭირდა, არაფერი მტკიოდა, არაფერი მაწუხებდა.


აღმოჩნდა, რომ ექსტრასისტოლები მაქვს (გულის რიგგარეშე შეკუმშვა). რაც პრობლემებს მიქმნიდა და ეს სიტუაცია უფრო და უფრო რთულდებოდა. რომ არა Apple watch - მე ძალიან გვიან გავიგებდი ჩემი მდგომარეობის შესახებ, შეიძლება მაშინაც კი - როცა უკვე დაგვიანებული იქნებოდა.

 

და მსგავსი ისტორია მხოლოდ მე არ მაქვს, მილიონობით ადამიანი Apple Watch-მა სიკვდილისგან იხსნა.