Apple-მა სამი ახალი iPhone გამოუშვა

 

Apple-მა პრეზენტაციაზე ახალი iPhone-ებიApple Watch და iPad წარმოადგინა.

 

iPhone 11

 

iPhone 11 არის iPhone XR-ის მემკვიდრე, რომელიც Apple-ის ყველაზე პოპულარული iPhone-ია.

ექსპერტები მსჯელობენ შეძლებს თუ არა ახალი მოდელიც იგივე დიდების მოხვეჭას, როგრიც წინამორბედს ერგო. მისი ფასი საკმაოდ დაბალია.. წინასწარი გაყიდვები iPlus-ში უკვე დაწყებულია და ახალი მოდელის ხილვას 22 სექტემბრიდან ფილიალებშიც შევძლებთ.


iPhone 11  A13 Bionic პროცესორს მიიღებს. ამ დროისთვის, A13 Bionic ყველაზე შრომატევადი და სწრაფი პროცესორი მსოფლიოში. iPhone 11-ის პროცესორი გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე წინა A12, რომელიც 1 წლით ადრე გამოვიდა.


iPhone 11-ს ორი ძირითადი კამერა ექნება, რომელთაგან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება. ორივე კამერა 12 მეგაპიქსელს მიიღებს. დაემატა ღამის რეჟიმი: ამიერიდან სიბნელეში გაცილებით უფრო ხარისხიანი ფოტო/ვიდეო-პროდუქტის მიღებას შევძლებთ. iPhone 11 ვიდეოს 4K გამოსახულებით გადაიღებს, რომელიც წამში 60 კადრს აფიქსირებს.


iPhone 11-ს LCD-ეკრანი ექნება. მისი დიაგონალების სიგრძე 6’1 ინჩია, რომელშიც ჩაშენებულია წინა კამერა და სენსორული FaceID. წინა კამერაც დაიხვეწა და ისიც 12 მეგაპიქსელი იქნება, რომელსაც ვიდეოსელფის Slowmotion ეფექტით გადაღება შეეძლება.


და ბოლოს, iPhone 11 ახალი: შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერებით გამოვა, რომლის კორპუსიც მეტალით და საავიაციო შუშით იქნება დაფარული.

Apple-ის წლის ღონისძიება, კალიფორნიაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართა.


ღონისძიების წლევანდელი სლოგანი “მხოლოდ ინოვაციებისთვის” გახლდათ.