
Samsung Galaxy S20 Ultra - მსოფლიოში პირველი სმარტფონი 16GB ოპერატიული მეხსიერებით
კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანი სმარტფონი Galaxy S10 Ultra, რომლის მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანია და 100x ზუმი გააჩნია. ეს მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელიც 16GB ოპერატიულ მეხისერებას მიიღებს.
6,9 ინჩიანი Dynamic Amodel Dysplay ახალი მოდელის ეკრანი იქნება, რომელსაც HDR10+ის მხარდაჭერა და 1440P+ გაფართოება აქვს.
სმარტფონი ტრადიციულად ორი პროცესორით Snapdragon 865-ით ან Exynos 990-ით გამოვა(დამოკიდებულია რეგიონზე), რომლის ოპერატიული მეხსიერება 12 და 16 GB იქნება, ხოლო ძირითადი მეხსიერების შერჩევა 128-იანის და 512G-იანს შორის იქნება შესაძლებელი.
Samsung Galaxy S20 Ultra ყველა სხვა მოდელთან შედარებით, ყველაზე მძლავრი ელემენტით წარმოგვიდგდა. მისი მოცულობა 5000 მილი ამპერია. სმარტფონს აქვს Fast Charger-ით დატენვის მხარდაჭერა და Ip68 სტანდარტი. აიპლიუსსი წინასწარი შეკვეთები 22 თებერვლიდან დაიწყება, ხოლო ახალი მოდელის შეძენას 13 მარტიდან შეძლებთ.