iOS 12 Beta 3

iOS 12 Beta 2-ის გამსვლიდან სამი კვირის თავზე, Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემის მესამე სატესტო ვერსიაც გამოუშვა, რომელიც უფრო სტაბილურია ვიდრე Beta 2. ტრადიციულად გამოსწორებულია გასული ვერსიის ხარვეზები.

iOS 12 Beta 3 გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს ძველ მოწყობილობებზეც. დახვეწილია Siri-ის ინტელექტი. ასევე განახლებულია Books და News აპლიკაციები.

Screen Time-ის ახალი შესაძლებლობები და დახვეილი Face Time. 

Memoji-ს კი ახალი ფუნქციებით შევხვდებით.

შეგახსენებთ, iOS 12-ის სრული ვერსია სექტემბერში გამოვა და ის ხელმისაწვდომი იქნება iPhone 5s-ის და ზემოთ მოდელების მფობელებისათვის.