
Apple დედამიწის გადარჩენაზე ზრუნავს
Apple-ის სოციალურ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვან პრიორიტეტად აცხადებს, სწორედ ამირომ ტრილიონიანმა კორპორაციამ თითქმის ორჯერ გაზარდა იმ მომწოდებლების ოდენობაც, ვინც მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო, განახლებულ ენერგიას (ე.წ. მწვანე ენერგია) მოიხმარს. მათ შორის არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ტელეფონის პროცესორებს და აწყობენ კომპანიის ფლაგმანურ iPhone-ებს.
Apple-მა დაარწმუნა iPhone-ების აწყობაზე პასუხისმგებელი და მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიაც, რომ ისინიც სრულად გადავიდნენ განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე.
ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ჩანაცვლება განახლებადი ენერგიით რამდენიმე მიზეზის გამო გახდა აქტუალური:
- ქვანახშირის ან ნავთობის მარაგები ამოწურვადია, კაცობრიობა განუზომლად უფრო სწრაფად მოვიხმარს ქვანახშირის და ნავთობს, ვიდრე მისი წარმოქმნისთვის არის საჭირო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 21-ე საუკუნის ბოლოს კაცობრიობის რიცხვი გაორმაგდება და 10-12 მილიარდს მიაღწევს, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდა ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წყარო განახლებადი ენერგია უნდა გახდეს. - ქვანახშირის, ნავთობის, გაზის მოპოვებისას ვრცელი ფართობების გათხრაა საჭირო, ამ დროს ბინძურდება უზარმაზარი ტერიტორია, ახლოს მცხოვრები მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და ადამიანები კი ზიანდება.
- წიაღისეული რესურსების წვა აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. საწვავის წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები.
ყველა ამ პრობლემის და დედამიწის გადარჩენის მომავალია კაცობრიობამ განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე გადავიდეს. განახლებადი ენერგია ქარისგან, მზისგან, ზღვის ტალღებისგან, გეიზერებისგან და ვულკანებისგან მიიღება.
ანალოგიურ პროექტებს ახორციელებენ Google და Microsoft-იც. Microsoft-ის მიერ შეძენილი განახლებადი ენერგიის საერთო მოცულობა, მთელ მსოფლიოში, უკვე 860 მეგავატს აჭარბებს.