რატომ არის MacBook-ი უფრო ძვირი, ვიდრე Windows?

 

მონაცემების მიხედვით მოდლების შედარებისას, MacBook უფრო ძვირია, ვიდრე Window-ის ლეპტოპები. ამ არგუმენტს ხშირად ბილ გეითსის ფანები ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ MacBook-იდან სხვა ოპერაციულ სისტემაზე გადასული ადამიანების 60%-ზე მეტი, უკან Mac OS სისტემაზე ბრუნდება. 

 

ავხსნათ მიზეზი, რატომ?

 

MacBook აქვს დახვეწილი, ძვირიანი ალუმინის კორპუსი. აწყობის ხარისხი ბევრად მაღალია. მოკლედ რომ ვთქვათ, MacBook უფრო “დონეა”.

 

ყოველთვიურად Mac-ზე უფასოდ იღებთ განახლებებს. არა, ისეთს არა როგორსაც Windows-ზე, რეალურ განახლებებს იღებთ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ამატებს სისტემას და შეცდომებს ასწორებს.

 

MacBook არის Apple-ის მთავარი ეკოსისტემის პროდუქტი. ანუ რასაც აკეთებთ iPhone-ში, იმის გაგრძელება შეგიძლიათ Mac-ში.

 

MacBook-ებს უფრო დიდხანს უნარჩუნდებათ ფასი, ვიდრე სხვა ნებისმიერ ნოუთბუქს. რატომ? იმიტომ, რომ პროგრამული განახლებები მინიმუმ 5 წელი ხელმისაწვდომია. ანუ უფრო დიდი შანსია, რომ მოხმარების შემდეგ მაღალ ფასდაც გაყიდოთ.

 

ეხლა ამ სტატიას 2012 წლის MacBook Air-იდან ვწერ, რომელიც 2016 წლის Lenovo ThinkPad-ზე ბევრად სწრაფად მუშაობს.

 

Mac გათვლილია ჩვეულებრივ იუზერებზე. მაგალითად Apple iWork (ანლოგი - Word, Excel, Powerpoint-ისა), ძალიან მარტივია მოსახმარად და მარტივი ბრძანებებით შეგიძლიათ ძალიან კარგი ცხრილები ააწყოთ.

 

უსაფრთხოება - ყველაზე მთავარი. თქვენ იცით, რომ თქვენი ინფორმაცია არის მხოლოდ თქვენი, iMessage მიმოწერა არ ინახება Apple-ის სერვერებზე. 

 

მართალია, ბოლო დღეებია, აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, End-to-end Encrypted ტექნოლოგიის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ სამართალდამცავებს უნდა ქონდეს საშუალება გაშიფრონ მიმოწერები საჭიროების, ან ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში. თუმცა Apple-ის აზრით, არსებობს რისკი რომ ადამიანის პირადი ცხოვრება და მიმოწერა იყოს უკანონოდ გამოყენებული, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ტიმ კუკი მზადაა სასამართლოს გზით დაიცვას ის, რასაც ამდენი წელია Apple ისედაც აკეთებს - დაიცვას ჩვენი პირადი ცხოვრება, მიმოწერა, ფოტოები - გასაჯაროების რისკებიდან.