აიპლიუსმა სექტემბერი 69.5%-იანი ზრდით დაასრულა

აიპლიუსმა სექტემბერი 69.5%-იანი ზრდით დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიპლიუსი” ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2019 წლის სექტემბრის შეჯამების შედეგად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “აიპლიუსის” შემოსავლები 69.5%-ით გაზარდა. მათივე ინფორმაციით, ზრდის მაჩვენებელში გათვალისწინებულია ლარის დევალვაციის შედეგად გამოწვეული დამატებითი დანახარჯები.

“აიპლიუსი” მაისის შემდეგ მუდმივად აქვეყნებს კომპანიის მუშაობის მონაცემებს და პოზიტიურ ციფრებს შეემატა სექტემბრის თვეც, სადაც “აიპლიუსის” ზრდა 69.5% იყო, აღსანიშნავია კომპანიის ცალკეული ფილიალების ზრდა - პეკინის 11 სექტემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132%-ით, ხოლო ჭავჭავაძის 19 გაყიდვები 93%-ით არის გაზრდილი. გაყიდვების მატება, სექტემბრის პირველ ნახევარში, მომხმარებლების მაღალი აქტივობის შედეგად იყო გამოწვეული, ხოლო სექტემბრის ბოლო 3 დღეში, ახალ iPhone-ებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რამდენჯერმე პროდუქციის დამატებითი შეკვეთა დაგვჭირდა”, - აცხადებენ “აიპლიუსში”.

“აიპლიუსი” ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენლი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.