მივესალმოთ ახალ iPhone Xr-ს !

12 სექტემბერს, “სტივ ჯობსის თეატრში” Apple ახალი iPhone-ები: iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr წარადგინა.

iPhone Xr

iPhone Xs-
ის და iPhone Xs Max-ის წარდგენის შემდეგ, Apple-მა ბიუჯეტური მოდელი, iPhone 5c-ის ღირსეული გამგრძელებელი, iPhone Xr წარადგინა - 6.1 ინჩიანი სმარტფონი LCD-ეკრანით, სახის სკანერი Face ID-ით და ერთი ძირითადი კამერით.

პირველი რაც თვალში მოგვხვდება ახალი მოდელის ნათელი ფერებია. XR გამოვა ლურჯი, წითელი, ოქროსფერი, შავი, თეთრი და შინდისფერი ფერებით.

iPhone Xr
ტექნიკური შესაძლებლობებით სხვა მოდელებს არ ჩამოუვარდება. მასში ჩამონტაჟებულია ახალი A12 პროცესორი. მიუხედავად ერთი კამერისა, iPhone Xr-ს საკმაო წარმატებით შეუძლია პორტრეტულ რეჟიმში ფოტოს გადაღება.

ბიუჯეტურ ფლაგმანში აღარ გვაქვს 3D Touch-ის მხარდაჭერა. OLED-დისპლეი კი კლასიკურმა LCD-იმ ჩაანაცვლა. ინჟინერებმა სპეციალურად ახალი მოდელისთვის შექმნეს განახლებული ტექნოლოგია, რომელსაც უწოდეს  Liquid Retina.

iPhone Xr 64, 128
და 256GB მეხსიერებებით გამოვა.