Apple Pay საქართველოში შემოდის

Apple-მა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ პლასტიკურ ბარათებს დაგვიმზადდებდა და "ოვერდრაფტს" დაგვიმტკიცებდა (საინტერესოა, როგორია Apple-ის "სესხის ამომღები ხალხი"), თუმცა იჩემებს ჩვენ ბანკი არ ვართო.

 

2014 წლის ოქტომბერში, პირველად აშშ-სა და კანადაში გაეშვა Apple Pay.
Apple Pay - NFC ტექნოლოგიის გადახდის სისტემაა, რომელიც ჩაშენებულია Apple-ის მოწყობილობებში. როგორც ყოველთვის iPhone-თი გადახდა მარტივია - მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდით, ან სახით ვერიფიკაციაა საჭირო.

 

Apple pay მხოლოდ გადახდის სისტემა არ არის მისი მთავარი ღირსება უსაფრთხოებაა.

 

Apple ისევე როგორც, თქვენს პირად მიმოწერებს, არ ინახავს თქვენს ტრანსაქციებსაც. რაში იყენებთ თქვენს თანხას, მხოლოდ თქვენ იცით და ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში ეს ისტორია მხოლოდ iCloud-ზე ინახება. iCloud-ზე ინფორმაციის შენახვა კი 3-end-to-end-encrypted ტექნოლოგიით ხდება. 

ანუ დავუშვათ, თუ სხვამ თქვენი “ბექაფი” მოიპოვა ის ვერ გაშიფრავს რეალურ სურათს, ვინაიდან დაშიფრული ინფორმაციის კოდი მუდმივად ცვალებადია.

 

განსხვავებით Google pay-სგან, Apple არ აწვდის თქვენი იდენტიფიკაციის რეალურ მონაცემებს მერჩანტებს, ან იმ ბანკს, რომელ ტერმინალზეც ახორციელებთ გადახდას. ყოველი გადახდისას Apple Pay სისტემა უნიკალურ Acoount payment code აგენერირებს. შესამისად შეუძლებელია ეს ინფორმაცია ვინმემ თაღლითური გზით გამოიყენოს და მიითვისოს თქვენი კუთვნილი თანხები.

 

საქართველოში Apple Pay შემოსვლა ნიშნავს, რომ ევროპელებს და შტატების მოქალაქეებს გაუადვილდებათ ჩვენს ბიზნეს სექტორთად ეკონომიკური ურთიერთობა. გარდა უსაფრთხოებისა, Apple მკაცრად აკონტროლებს ტრანზაქციების სინამდვილეს. მას ამისთვის 24 საათიანი ონლაინ დახმარების ჯგუფიც ჰყავს.  

მაგალითად, iPlus-ის საიტზე Apple Pay-თ გადაიხადეთ iPhone საფასური, თუმცა ადრესატმა ნივთი არ მიიღო. მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს Apple-ს ჯგუფს კთხვებზე პასუხი და დაზუსტების შემთხვევაში ადრესატი თანხას უკან დაიბრუნებს.

 

"Apple Pay გადახდისას გვინდა ვიცოდეთ, რომ “ფროდი” არ მოხდება. საკრედიტო ბარათები და ბანკის სისტემა მოძველებულია, ახლა Apple Pay-ს დროა" - განაცხადა ჯენიფერ ბაილიმ Apple Pay-ს პროექტის მენეჯერმა.

 

ყველაზე დიდი სხვაობა, რაც Apple Pay-ს განასხვავებს ბანკებისგან არის ის, რომ სისტემა მორგებულია მომხმარებლებზე და არა მერჩანტებზე, ან ბანკებზე.