iMac იუბილარია! 20 წარმატებული წელი ბაზარზე

ზუსტად 20 წლის წინ, Apple-მა პირველი iMac გამოუშვა- ერთ-ერთი ყველაზე რელიქვიური პერსონალური კომპიუტერი ისტორიაში.

16
აგვისტოს, 1998 წელს, Apple-მა ოფიციალურად ჩაუშვა გაყიდვაში ფერადი კომპიუტერი - iMac G3. კომპიუტერი მისი დროისთვის უნიკალური გახლდათ, რაც მისი უჩვეული ფორმით, კორპუსით, ნათელი ფერებითა და შესაძლებლობებით იყო გამოწვეული. iMac-ის კომპლექტში შედიოდა PowerPC 750 პროცესორი, რომელიც 128 GB ინფორმაციას ინახავდა, 15-ინჩიანი ეკრანი, CD წამკითხველი და ATI-ის გრაფიკული ვიდეო ბარათი. მოწყობილობის ფასი 1300 დოლარი გახლდათ.