უზარმაზარი რიგები ნიუ-იორკის Apple Store-ებში და ტიმ კუკის ვიზიტი

ნიუ-იორკში უზარმაზარი რიგების ფონზე ახალი iPhone-ების გაყიდვები დაიწყო. მე-5 ავენიუზე მდებარე ლეგენდარულ Apple Store-ს კორპორაციის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი ეწვია.

 

Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ iPlus-ში ახალ iPhone-ებზე წინასწარი შეკვეთები დაიწყო. ახალი iPhone 11 64GB-ის ფასი 2889 ლარია, 4099 ლარიდან იწყება iPhone 11 Pro-ს ღირებულება, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის შეძენა 4499 ლარიდან არის შესაძლებელი.

 

მაღაზიებში გაყიდვების დაწყებას “აიპლიუსი”, Apple-ის დირექტივის საფუძველზე 27 სექტემბრიდან იწყებს. 27 სექტემბრამდე მაღაზიებში გაყიდულ iPhone-ებს არ ექნებათ Apple-ის ოფიციალური გარანტია.

 

ტიმ კუკის ვიზიტს Apple Store-ში და ნიუ-იორკში ახალი iPhone-ების გაყიდვების დაწყების, ამსახველ ფოტოებს თავად Apple ავრცელებს.

 

Apple-ის აქციები, ახალი iPhone-ების წარდგენის შემდეგ, რამდენჯერმე გაიზარდა. საფონდო ბირჟაზე დადებითი ტრენდი, ექსპერტების აზრით, ახალი iPhone-ებისადმი მაღალ დადებით განწყობაზე მიუთითებს, რაც აისახება ამ მოდელის გაყიდვებში.

 

კორპორაცია Apple-მა, 10 სექტემბერს, გამართულ პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა

 

iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით არის დაფარული. მომხმარებელს საშუალება აქვს შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.

 

ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება.

 

სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ. ახალი iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე მუშაობენ.