17 მაისის აღსანიშნავად, Apple თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ცისარტყელის ფერებში დააყენონ Apple Watch-ის ეკრანი

Apple-მა 17 მაისის აღსანიშნავად, Apple Watch-ზე სპეციალური Watch-Face დაამატა. კორპორაცია სოციალურ კორპორატიულ პასუხისმგებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

 

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად, Apple თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ცისარტყელის ფერებში დააყენონ Apple Watch-ის ეკრანი. ტრილიონიანი კომპანიის აღნიშნული ინიციატივა - Apple-ის მომხმარებლებმა გაიაზრონ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა, პირველი არ არის.

 

Apple ცენტრალური ოფისი ცისარტყელას ფერებში მოირთო, თუმცა Apple-ის განცხადებით, ეს ჰომობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნასთან კავშირში არაა. ცისარტყელის ფერებში მოეწყო სცენა, სადაც სტივ ჯობსის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა უნდა ჩატარდეს. 

 

“სცენის ცისარტყელის ფერებით მორთვა ლგბტ თემთან კავშირში არ არის. რადგან Apple-ის ლოგო ცისარტყელის ფერებშია გადაწყვეტილი. Apple-ის დიზაინერება ეს ლოგო ღონისძიების ფერებში გამოვიყენეთ სტივის გასახსენებლად”, - განაცხადა Apple-ის მთავარმა დიზაინიერმა Jonny Ive-მ.

ცისარტყელის ფერებში Apple-ის ლოგო სტივ ჯობმა კომპანიაში მეორედ დაბრუნების შემდგომ დაამტკიცა.

"ჩვენთვის ფერადი ლოგო ასოცირდება ნოვაციასთან, წინსვლასთან და წარმატებასთან”, - განუმარტა Jonny Ive-მ ჟურნალისტებს.

 

კორპორატიულ პასუხისმგებლობა Apple-ს მაღალ დონეზე აქვს აყვანილი. ის დიდ თანებს რიცხავს აფრიკაში გაჭირვებულების დასახმარებლად და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მწვანე ენერგიის გამოყენების მნიშვნელობას დედამიწაზე გლობალური დათბობის ხელშასაშლელად.