აიპლიუსში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემოვიდა

ორი დღის უკან, “ქალბატონის” მიერ პეკონის ქუჩაზე ბავშვის დაჭრის ფაქტი ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა და სწორედ ჩვენი კანერების დახმარებით მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება.

დღეს შემოვიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გვადანაშაულებს პერსონალური მონაცემების დარღვევაში.

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიპლიუსი” როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას. აიპლიუსის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე აიპლიუსის ფილიალზე განხორციელდა როგორც შეიარაღებული თავდასხმა ასევე, არაერთი ძარცვის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში “აიპლიუსმა” მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. “აიპლიუსი” ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენს მიმართ განხორიცელებული ძალადობა და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.

აიპლიუსი ახორიცელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშევობით. რომელშიც გვეხარჯება, როგორც ფინანსური ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით მოხდა არაერთი დანაშაულის ფაქტის გახსნა, თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს.

სრულად ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცმების დამუშავებასა და შენახვას მაღალი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ.