“აიპლიუმა” მაისი 30%-იანი ზრდით დაასრულა

გასული თვის რეალიზაციის მაჩვენებლით, “აიპლიუსი” წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საბანკო რეგულაციის წნეხი სრულად ამოწურულია და კომპანია 30%-იან ზრდაზე გავიდა.

 

“გასულ წლის რამდენიმე რეგულაციის მიუხედავად, უკვე მაღალ ზრდაზე გავედით. 30%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ საბანკო რეგულაციის წნეხი სრულად ამოწურულია. მაისში გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Apple-ის პროდუქციის გაყიდვების ზრდას რაოდენობრივადაც. მზარდია SAMSUNG-ის პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელი, რომელიც გასულ თვესთან შედარებით, რაოდენობრივად 120%-ით გაიზარდა”, - აცხადებენ “აიპლიუსში”.

 

“აიპლიუსში” გაყიდვების ზრდას მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციას უკავშირებენ, კომპანიის ინფორმაციით, ზრდის პროგნოზირება თავიდანვე იყო შესაძლებელი, რადგან ჩატარებულ გამოკითხვებში iPlus-ისადმი ლოიალურად განწყობილ მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია.

 

“ჩვენ პერიოდულად ვატარებთ კვლევებს. ამჟამად მომხმარებლის გაზრდილი ლოიალურობის შენარჩუნებაა მნიშნელოვანი. აღსანიშნავია, აიპლიუსის გუნდის მოტივაცია, რომელიც ქმნის საუკეთესო მომსახურებასა და შეთავაზებებს მომხმარებლებისთვის”.

 

კომპანია მომხმარებლებს მადლობას უხდის გამოცხადებული ნდობისთვის. აიპლიუსი Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, 1 მარტიდან კომპანიამ SAMSUNG-ის ხაზის დამატების შესახებ გაავრცელა განცხადება.