
რატომ არ გაამართლა Anroid-ტაბლეტებმა?
როცა ვიგებთ სიტყვა ტაბლეტს, წარმოვიდგენთ iPad-ს, რასაც ლოგიკური მიზეზები აქვს. დავიწყოთ სმარტფონებით, iPhone ძალიან წარმატებული პროდუქტია, მან სამუდმოდ შეცვალა სმარტფონების ხაზი, თუმცა 2010 წლიდან Android მომხმარებლების ბაზა უდავოდ გაიზარდა და დღეს სმარტფონების ბაზარზე, 74.2 % google დომინირებს.
რატომ ვერ გაიმეორა იგივე წარმატება google-მა ტაბლეტების ხაზის მიმართულებით ?
სანამ გადავალთ მიზეზებზე, ჯერ გავიხსენოთ როგორი იყო ტაბლეტების ბაზარი iPad-ემდე.
პირველი ტაბლეტი Sony-მ გამოუშვა 2003 წელს, რომელსაც light windows ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა ჰქონდა. მისი გამოყენება სტაილუსით შეიძლებოდა, თუმცა ჭედავდა და ელემენტიც მალე ჯდებოდა. ამ მოდელს წარმატება არ მოჰყოლია, ხალხმაც მალე მიივიწყა.
Apple-მა iPad-ი არა Mac OS-ით, არამედ მობილური ოპერაციული სისტემა - iOS-ით გამოუშვა. რაც ელემენტსაც ზოგავდა და არც ცხელდებოდა.
ზუსტად 4 თვეში google-მაც გამოუშვა ანდორიდი ტაბლეტებისთვის, მაგრამ არ გაამართლა და დღეს iPad-ი დომინირებს ტაბლეტების ბაზარზე დიდი უპირატესობით.
საქმე იმაშია, რომ ტაბლეტების მთავარი ღირსება ამ მოდელისთვის ოპტიმიზებული აპლიკაციებია. როცა iPad-ი დაანონსდა Apple-მა დეველოპერებს მზა სკრიპტიც მისცა, რაც ავტომატურად აქცევდა iPhone-ის აპლიკაციას iPad-ის აპლიკაციად, მას შემდეგ iPad პრეზენტაციიდან 2 თვეში გაყიდვაში ჩაეშვა მომხმარებლებს უკვე წვდომა ქონდათ უამრავ აპლიკაციებზე.
Android-ის შემთხვევაში დეველოპერებს არ ქონდათ მოტივაცია, გადაეწყოთ აპლიკაციები პლანშეტისთვის მომხმარებლების სიმცირის გამო და მომხმარებლებს არ აქვთ მოტივაცია შეიძინონ Android პლანშეტი აპლიკაციების და თამაშების სიმცირის გამო. ამ ყველაფრის შემხედვარე google-მა გადაწყვიტა დაეშვა მობილურის აპლიკაციები პლანშეტებისთვის - თუმცა ეს პროგრამები არ იყო ოპტიმიზებული, აპლიკაციები უბრალოდ გაწელილი იყო დიდ ეკრანზე.
ასე რომ, განსხვავებით iPad-ისგან Android-ის წარუმატებლობის მიზეზებია: ოპტიმიზებული აპლიკაციების სიმცირე, ცუდი ეკოსისტემა და არაოპტიმიზებული პროცესორი ოპერაციულ სისტემასთან (რთულია ოპერაციული სისტემა მოარგო 500-მდე სხვადასხვა ეკრანის ზომის ტაბლეტს).