
ის რაც პრეზენტაციაზე არ იყო…
30 ოქტომბერს, ბრუკლინში, ნიუ იორკში, Apple-მა სპეციალური პრეზენტაცია გამართა, სადაც მომხმარებლებს 11 და 12.9-ინჩიანი iPad Pro, განახლებული Macbook Air და Mac mini წარუდგინა.
იყო ფანების გარკვეული მოლოდინები, რომელიც ამჯერად არ გამართლა, თუმცა..
რას უნდა ველოდოთ შემდეგ პრეზენტაციებში?
iMac
Apple მუშაობს iMac-ის ხაზის გაძლიერებაზე. Apple-ის ანალიტიკოსის მინგ ჩი კუოს განცხადებით, სულ მალე მომხმარებლები ახალ iMac იხილავენ, რომლის პროცესორიც წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს.
Macbook
პრეზენტაციის პრიორიტეტი Macbook Air Retina გახლდათ, თუმცა ფანების გარკვეული ნაწილი 12’’-იჩნიანი Macbook-ის გაუმჯობესებულ ვერსიასაც ელოდა. ეს Macbook 12”-ის დასარულია? არა… Apple განაგრძობს ახალ მოდელზე მუშაობას და გამორიცხული არ არის, სულ მალე Macbook 12’’ მე-8 თაობის პროცესორით ვიხილოთ.
iPad mini
მინგ ჩი კუოს ცნობით, Apple აუცილებლად გამოუშვებს ახალ iPad mini-ს, თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ახლა არ მოხდებოდა.
AirPower და AirPods
ახალი თაობის AirPods ყველა მოუთმენლად ელის. როგორც ჩანს, მომხმარებლებს გადაჭარბებული მოლოდინი აღმოაჩნდა, რადგან AirPower-ის და AirPods-ის გამოსვლას ყველა 30 ოქტომბერს ელოდა. Apple-მა ახალი მოწყობილობების გამოჩენა 2019 წლის გაზაფხულისთვის გადადო.