
საქართველოს სამი მნიშვნელოვანი გამარჯვება საინფორმაციო ომში
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ბოლოს სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევბიდან ერთ-ერთია მნიშვნელოვანია, როგორმე იმპერიის ჩრდილიდან გამოვიდეთ - მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო, ქართული ენა და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.
21-ე საუკუნე გლობალიზაციის ხანაა. გლობალიზაცია გვაძლევს შესაძლებლობებს და გამოწვევბსაც. ჩვენი ენების, კულტურის და რუკაზე მდებარეობის სმარტფონებში ინტეგრაცია, გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც.
შესაძლებლობა არის იმიტომ, რომ დიდი დანახარჯების გარეშე მარტივია მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო. ხოლო გამოწვევაა იმიტომ, რომ მაგალითად, თუ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფორმაციის მასობრივ გავრცელებაც ვცდილობთ, არ ჩამოგვრჩებიან, საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაში, რუსეთი და ოკუპირებული რეგიონებიც.
გლობალიზაციის ცუდი თვისებაა, რომ შესაძლებლობა და საფრთხე თითქმის გაუმიჯნავია ერთმანეთისგან.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გამოუცხადებელ და მოუზმადებელ საინფორმაციო ომში ვართ, ისეთში რომელშიც ჩვენი სურვილით არ ჩავბმულვართ, თუმცა უკვე გვაქვს ბუნებრივი გამარჯვევები, რადგან სამართალი ბევრი მიმართულებით ჩვენს მხარესაა.
საქართველოს სამი მნიშვნელოვანი გამარჯვება საინფორმაციო ომში:
1. Google-მა ენების ჩამონათვალში არა მხოლოდ ქართული, არამედ ქართველური ენებიც დაამატა. დამატებულია აფხაზური ენაც (აფხაზური ქართველური ენა არ არის). თუმცა აფხაზებისა და რუსი დეველოპერების არაერთი მცდელობის მიუხედავად Google უარს ამბობს, აფხაზეთის, როგორც ქვეყნის ინტეგრაციაზე Google სერვისებში.
"ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგელობა, გვინდა დავეხმაროთ პატარა ერებს მათი კულტურა გავაცნოთ მსოფლიოს. თუმცა ვერ შეეგუებით ოკუპაციას და იძულებით საზღვრების ცვლილებას”, - განაცხადა Google Maps-ის აღმოსავლეთ ევროპის პროექტ-მენეჯერმა.
2. Android აქტიურად გვეხმარება ვებრძოლოთ არასასრუველ კონტენტს. Android ბლოკავს აპლიკაციებს, რომელიც ატვირთულია ოკუპირებულ რეგიონებიდან.
მაგალითისთვის, Google Play-მ ის აპლიკაციები დაბლოკა, რომელიც აფხაზეთიდან იყო ატვირთული (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ქვეშ).
3. Apple-ი შეუერთდა აშშ-ს სანქციებს და App store-ში ფასიან აპლიკაციებზე წვდომა შეუზღუდა მომხმარებლებს ყირიმიდან და აფხაზეთიდან.
ასე რომ, 21-ე საუკუნეში ონლაინ სივრცეში სწორი ინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი საინფორმაციო ომი გვაქვს მოსაგები.
“აიპლიუსი” გილოცავთ საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს!