
აი რატომაც ვგიჟდებით Apple-ზე
რატომ მიყვარს Apple ?
Apple იმიტომ მიყვარს, რომ რასაც ინტერნეტში ვეძებ, მხოლოდ მე ვიცი. Apple გამორჩეულია პირადი სივრცის (პირადი მონაცმების) დაცვის მაღალი სტანდარტით. ის არ ყიდის ჩვენს ინფორმაციებს დეველოპერებზე (რომ შემდეგ ამის მიხედვით რეკლამები გვაჩვენონ).
iOS 13-ში, რომლის დაყენება ოფიციალურად სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, გარე პირებს და დეველოპერებს უფრო ნაკლები წვდომა ექნებათ ჩვენს პირად ინფორმაციებზე.
წარმოიდგინეთ ნაცნობი სიტუაცია:
იწერთ აპლიკაციას და შედიხართ თქვენი Facebook პროფილით, ან E-mail ინფორმაციით. თითქოს აპლიკაცია ამ იმფორმაციას ამუშავებს, რომ საქმე გაგიმარტივოთ, მაგრამ სინამდვილე განსხვავებულია. აპლიკაციის შემქმნელები იმახსოვრებენ თქვენს ინტერესებს და დამახსოვრებულ იმფორმაციას Facebook-ის რეკლამისთვის ყიდიან, როცა Facebook-ზე შედიხართ, პლატფორმა ისეთ რეკლამებს გთავაზობთ, რაც თქვენი ინტერესის სფეროშია.
iOS 13- ზე ახალი ფუნქცია Sign in with Apple ნიშნავს, რომ Apple იმ მომენტში ქმნის ახალ ვირტუალურ E-Mail-ს და შემდეგ აპლიკაციიდან მიღებულ ინფორმაციას თქვენს მეილზე აგზავნის. ასე აპლიკაციის შემქმნელები თქვენს ინფორმაციას ვერ იღებენ, ხოლო პროგრამის გამოყენება სრულყოფილად შეგიძლიათ.
ასევე, Apple თავის სერვერებზე არ ინახავს ჩვენს მიმოწერებს, FaceTime ვიდეო ზარებს, გადაადგილების მარშუტს, მოწონებებს, თითის ანაბეჭდს და სხვა პირად ინფორმაციას.
Apple "სისხლს უშრობს" მათ, ვინც ცდილობს სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია მიიღოს. ის მუდმივი სისტემური განახლებით, მინიმუმამდე ამცირებს Apple-ის მოწყობილობაში უნებართვო შესვლას, ან პირადი მონაცემების უნებართვოდ მიღებას.