აიპლიუსში ვაკანსიები გამოცხადდა

“აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. iPlus-ის პირველი მაღაზია 2009 წელს გაიხსნა, ამ პერიოდიდან დღემდე, Apple-ის პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია ვართ ამიერკავკასიაში.

- გამოგვარჩევს მუშაობის მაღალი სტანდარტი, რაც ძლიერი გუნდის დამსახურებაა;

- "აიპლიუსის" მიზანი მუდმივი განვითარება და ბაზარზე პირველობის შენარჩუნებაა;  

- გვაქვს ლიბერალური მენეჯმენტი, თუმცა მხოლოდ ძლიერებს ვიღებთ გუნდში.

 

"აიპლიუსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე-ოპერატორი თბილისში, ერთი ვაკანსია;
2. კონსულტანტი თბილისში, სამი ვაკანსია;
3. პროგრამული კონსულტანტი თბილისში, ორი ვაკანსია;
4. ტექნიკოსი თბილისში, ორი ვაკანსია;
5. პროდუქციის მენეჯერი, ერთი ვაკანსია;

 

რა იქნება შენთვის საინტერესო ჩვენთან მუშაობისას?

 

ყოველთვე მიიღებ ანაზღაურებას, რომელიც ერთერთი მაღალია საქართველოში;

დღეში იმუშავებ 8 საათს, (კვირაში 40 საათი);

გექნება განვითარების შესაძლებლობა;

იმუშავებ პრესტიჟულ კომპანიაში;

 

1. რა დაგევალება გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისას:

  • იქნები მომხმარებლის ასისტენტი, დაეხმარები მომხმარებელს, პროდუქციის შეძენისას საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში;
  • მიაწოდო მომხმარებელს ინფორმაციას შენი კომპანიის, აქციების, ფასდაკლებების და ბენეფიტების შესახებ;
  • გააფორმო მომხმარებლის შენაძენი;
  • იზრუნო შოუ-რუმში წარმოდგენილი პროდუქცია იყოს შევსებული;
  • როგორც კომპანიის სახე, იყო მოწესრიგებული, გქონდეს მოწესრიგებული სამუშაო სივრცე;
  • მიაქციო ყურადღება პროდუქციის ფასმაჩვენებლის სისწორეს;
  • შეუქმნა შენს თანამშრომლებს პოზიტიური გარემო;
  • შეასრულო მენეჯრის სამუშაო დავალება;

 

თუ გადაწყვეტ ჩვენთან გამოაგზავნო CV და იმუშაო გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ჩვენ შევაფასებთ შენს უნარებს, შენგან მოვითხოვთ შემდეგს:

  • გქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარდეს ტექნოლოგიები;
  • იყო მონდომებული და ამბიციური - ძლიერი, სადაც ხარ/იქნები;
  • შეგეძლოს გუნდური მუშაობა;
  • იცოდე ინგლისური ენა იმისთვის, რომ შეძლო ტექნოლოგიებში არსებული სიახლეების გაგება, უცხოენოვან მომხმარებელთან კომუნიკაცია; თუ არ იცი ინგლისური, მაგრამ იცი რუსული, გერმანული, თურქული, ფრანგული, ან ესპანური ჩაგითვლით, რომ უცხო ენა იცი.
  • თუ გექნებათ მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება შეფასებისას გექნება უპირატესობა;

 

2. რა დაგევალება პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისას: 

  • იქნები მომხმარებლის ასისტენტი, დაეხმარები მომხმარებელს, მოწყობილობის ზოგადი მუშაობის გარკვევაში;
  • მიაწოდო მომხმარებელს ინფორმაციას შენი კომპანიის, აქციების, ფასდაკლებების და ბენეფიტების შესახებ;
  • უპასუხო კითხვებზე მომხმარებელს, რომელიც დაკავშირებულია მოწყობილობის პროგრამულ გამოყენებასთან;
  • აიღო და დაამუშაო სიახლეები ტექნოლოგიებში მათ შორის, აპლიკაციების, სისტემის ან სხვა პროგრამული განახლებების შესახებ;
  • მოწყობილობაზე ნებისმიერი სახის მანიპულაციის წინ გააფრთხილო მომხმარებელი, გაფორმო შესაბამისი საბუთებს;

 

თუ გადაწყვეტ ჩვენთან გამოაგზავნო CV და იმუშაო პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე, ჩვენ შევაფასებთ შენუნარებს, შენგან მოვითხოვთ შემდეგს:

  • გქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარდეს ტექნოლოგიები;
  • იყო მონდომებული და ამბიციური იყო ძლიერი, სადაც ხარ/იქნები;
  • შეგეძლოს გუნდური მუშაობა;
  • იცოდე ინგლისური ენა იმისთვის, რომ შეძლო ტექნოლოგიებში არსებული სიახლეების გაგება, უცხოენოვან მომხმარებელთან კომუნიკაცია; თუ არ იცი ინგლისური, მაგრამ იცი რუსული, გერმანული, თურქული, ფრანგული, ან ესპანური ჩაგითვლით, რომ უცხო ენა იცი.
  • ვითხოვთ იყო ტექნოლოგიის, ან მომიჯნავე მიმართულების მინიმალური დონს მცოდნე, ამის დამადასტურებლად გამოცდილება, ან სხვა ტიპის საბუთი დაგეხმარება, სხვა კანდიდატებთან შედარებით, მოიპოვო უპირატესობა;
  • აუცილებელია, ერკვეოდე iOS, Mac OS, Adnroid, Windows მინიმალურ დონეზე მაინც;

 

3. რა დაგევალება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობისას:

  • მიიღო ყველა ტრანზაქცია;
  • იმუშავო პროგრამაში და ასახო რეალიზაციები;
  • გააფორმო კანონმდებლობით და შიდა დადგენილებით განსაზღვრული საბუთები;
  • სწორად გქონდეს თანხები სალაროში;
  • გააკეთო დღის შემაჯამებელი რეპორტები;

 

თუ გადაწყვეტ ჩვენთან გამოაგზავნო CV და იმუშო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ჩვენ შევაფასებთ შენს უნარებს, შენგან მოვითხოვთ შემდეგს:

  • გიყვარდეს ფულის სწორად დათვლა;
  • იყო დაკვირვებული, არ შეგეშალოს ციფრები და მონაცემები;
  • იყო ორგანიზებული საბუთებთან;
  • თუ გაქვს მსგავს, ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის, ან სწავლის გამოცდილება უპირატესობაში იქნები სხვებთან შედარებით; 
  • გქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი;

 

4. რა დაგევალება ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობისას:

  • მოწყობილობას დაუსვა სწორი დიაგნოზი;
  • შეაკეთო მოწყობილობა;

 

თუ გადაწყვეტ ჩვენთან გამოაგზავნო CV და იმუშო ტექნიკოსის პოზიციაზე, ჩვენ შევაფასებთ შენს უნარებს, შენგან მოვითხოვთ შემდეგს:

  • იცოდე  Apple-ის და SAMSUNG-ის მოწყობილობის შეკეთება;
  • გქონდეს Apple-ის და SAMSUNG-ის მოწყობილობის შეკეთებაზე მუშაობის გამოცდილება; 

 

გაითვალისწინე, ტექნიკოსის პოზიციაზე გვაქვს ხელფასის სპეციალური შეთავზება, რაც დიდია კომპეტენცია მით უკეთესი იქნება სახელფასო შეთავაზება, აღნიშნულს გაგაცნობთ გასაუბრებაზე.

 

5. რა დაგევალება პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას:

  • შეუკვეთო პროდუქცია ანალიზის და საჭიროების მიხედვით;
  • კვარტალში ერთხელ ჩაატარო ფილიალების მარაგების და ძირითადი პროდუქციის აღწერა;

 

თუ გადაწყვეტ ჩვენთან გამოაგზავნო CV და იმუშაო პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე, ჩვენ შევაფასებთ შენს უნარებს, შენგან მოვითხოვთ შემდეგს:

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • გქონდეს მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • იყო ყურადღებიანი და ორგანზიებული;
  • აუცილებელია, იცოდე Apple-ის და SASMUNG პროდუქცია და აქსესუარები;
  • თუ გაქვს შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, იქნები უპრატესობაში სხვა კანდიდატებთან;

 

გაითვალისწინე, სტაჟირება არის 3 კვირიანი, თუმცა თუ სტაჟირების პროგრამას სწრაფად აითვისებ, სწრაფად გახდები ჩვენი გუნდის წევრი.

 

ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ ფოსტაზე hr@iphone.com.ge ,  სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგალითად, "კონსულტანტი თბილისში").