
ხვალიდან, აიპლიუსში ახალი iPhone-ები რეგიონში, ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება, Apple-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
23 სექტემბრიდან, ექსკლუზიურად აიპლიუსში, ახალი iPhone Xs და iPhone Xs Max რეგიონში, ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება.
ხვალიდან, ახალი მოდელების ღირებულება იქნება:
iPhone Xs 64GB - 3 895 ლარი,
iPhone Xs 256GB - 4 295 ლარი,
iPhone Xs Max 64GB - 4 495 ლარი,
iPhone Xs Max 256gb - 4 885 ლარი
შეერთებულ შტატებში გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახალი მოდელები მომხმარებელებს პირველად აიპლიუსმა შესთავაზა. პირველი iPhone Xs Max ექსკლუზიურ ფასად აიპლიუსში გაიყიდა.
მოლაპარაკებები Apple-სა და iPlus-ს შორის
აიპლიუსი მოლაპარაკებებს მართავს Apple-ის წარმომადგენლებთან შეერთებულ შტატებსა და პრაღაში. ჩვენი მიზანია, Apple-მა დახვეწოს საგარანტიო მომსახურების ხარისხი საქართველოში, რადგან, ამჟამად Apple-ის ავტორიზებულ მაღაზიაში შეძენილ ტექნიკაზე, საგარანტიო მომსახურებისას მომხმარებელს უწევს ერთ თვემდე ლოდინი.
Apple-ის ოფიციალური სერვის-ცენტრის მიერ საგარანტიო მომსახურების გაუმჯობესების გარდა, აიპლიუსი ითხოვს, Apple-ის მიერ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში იქნას შეყვანილი, ნაცვლად ამჟამინდელი რეგიონისა, საქართველო ამჟამად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჯგუფშია.
აიპლიუსმა სატელეფონო რეჟიმში გამოკითხა მომხმარებელები. ჩვენ დავსვით კითხვა შეიძენდნენ თუ არა მომხმარებლები MacBook-ებს, რომელთა კლავიატურა არის რუსულ-ლათინური შრიფტით აწყობილი, მომხმარებლების 68% წინააღმდეგი იყო რუსული შრიფტის მქონე კლავიატურის შეძენით. ჩვენ პატივსვცემთ ქვეყანაში არსებულ განწყობებს, ვუერთდებით პროტესტს, რომელიც მიმართულია ოკუპაციის წინააღმდეგ და უარს ვამბობს, შემოვიტანოთ რუსულ-ლათინური შრიფტის მქონე კლავიატურის MacBook-ები.
მოლაპარაკებები Apple-თან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვიმედიოვნებთ, მივაღწევთ გაუმჯობესებულ სერვისს და Apple-ის მიერ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად აღიარებას.