აიპლიუსის მენეჯერი დიდ ცვლილებებს აანონსებს - ვინ არის გორგი ჩიხრაძე?

მე ვარ გიორგი ჩიხრაძე და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოში პირველი Apple-ის ტექნიკის მაღაზიის მენეჯერი.

 

ჭავჭავაძის 19 აიპლიუსის პირველი ფილიალი იყო. სწორედ ჭავჭავაძის 19-მა დაუდო დასაბამი ჩვენი კომპანიის განვითარებას. ჩვენი ფილიალი იყო მთელს კავკასიაში ერთადერთი, რომელიც მომხმარებელს Apple-ის პროდუქციას სთავაზობდა. 

 

მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ iPhone ფუფუნების საგანი და საქართველოში Apple-ის ტექნოლოგიის შემოტანა ნაადრევი იყო, არგუმენტად მოჰყავდათ, რომ ქვეყანა ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე იდგა და ტექნოლოგიისთვის არავის სცხელოდა. აღმოჩნდა, რომ ზოგადი შიშები არ გამართლდა და საქართველო Apple-ის ტექნოლოგიების მისაღებად მზად აღმოჩნდა.

 

მომსახურების ხარისხით გვაღიარებენ, როგორც საუკეთესო კომპანიას საქართველოში, თუმცა ჩვენ მეტი გვინდა, მაღალი ხარისხის მომსახურების ქონა თანამედროვე სამყაროში კარგი კომპანიისთვის უკვე მინიმალური სტანდარტია. ჩვენ უფრო დიადი მიზნები გვაქვს.

 

ხშირად ვფიქრობ, ვეკითხვები სხვებს, ვუსმენ, ვგეგმავ ცვლილებებს, როგორ გავუმჯობესდეთ, როგორ განვვითარდეთ. დიდი ცვლილებებს ვაანონსებ ჭავჭავაძის 19-ში, თუმცა ღიად ამ ცვლილებებზე ვერ ვისაუბრებ. მომხმარებლები ჩვენს მიღწევებზე ცხადია მალე გაიგებენ. 

 

მახსოვს, როდესაც აიპლიუსში დავიწყე მუშაობა მინდოდა ყველა საქმეში გავრკვეულიყავი. მინდოდა მოლარე-ოპერატორიც ვყოფილიყავი, გაყიდვები მცოდნოდა, პროგრამისტების მუშაობის სტანდარტი ამეთვისებინა და ა.შ. მივხვდი, რომ ერთი მიმართულებით უნდა წავსულიყავი და როგორც კი ჩემს თავში გავაცნობიერე რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი, დაიწყო ჩემს კარიერაში აღმასვლა. 

 

რამდენიმე წელია მენეჯერი ვარ. ყველაზე დიდი გამოწვევა, მენეჯერებისთვის ვფიქრობ, არის გუნდის მუდმივი განვითარება. ხშირად მქონია განცდა, რომ სანამდე უნდა შევქმნათ მუდმივი სიახლეები, მაგრამ ცხადად, რაც შემიძლია ვთქვა, განვითარების გარეშე წარმატება არის გამორიცხული.

 

ზემოთაც აღვნიშნე, ჭავჭავაძის 19 აიპლიუსისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ფილიალია. აიპლიუსმა ჩემში დაინახა ის მენეჯერი, რომელიც შეძლებდა ამ ფილიალის განვითარებას.

 

საბედნიეროდ, მყავს გუნდი, რომელთაც ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. გვაკავშირებს საქმის სიყვარული და განვითარების უწყვეტი სურვილი. მათ გარეშე კი შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი სახის წინსვლა.

 

გვჯერა მომავლის და იდეის, რომ ნოვატორობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი კაცობრიობის განვითარებისთვის.