
რომელი ხარ მილენიელი თუ ტრადიციული მოთამაშე?!
როგორ ვითამაშოთ პროდუქტიულად - ანუ ძველი თაობის კლავიატურა და მაუსი, თუ ახალი თაობის საყვარელი კონტროლერი ?
ჩვენი კონსულტანტის აზრები:
ბოლო 4 წელია მსოფლიოში სათამაშო კონსოლების ბუმია - საკმაოდ იაფად შეძლებთ ითამაშოთ 4K გარჩევადობის თამაში სახლის პირობებში, დიდ ეკრანებზე.
სწორედ ამიტომ Playstation 4 დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. Xbox one-სგან განსხვავებით ეს მოდელი ექსკლუზივებით და მეტი თავისუფლებით გამოირჩევა.
გარდა ამისა, ისეთი თამაშებისთვის როგორიცაა Fortnite, Apex legends სათამაშოდ თვიური სააბონენტოს გადახდა არ გჭირდება (განსხვავებით Xbox one-სგან, სადაც ეს თამაშები Xbox Live-ის სერვისის გააქტიურებას მოითხოვს).
გუშინწინ ბიძაშვილი მესტუმრა - Playstation 4 ჩართო და Fortnite “შეუბერა” (უჩემოდ).
სამსახურის შემდეგ დაღლილმა გავხსენი Playstation მესენჯერი და ჰოი საოცრებავ, აქეთ თანამშრომლების შექების წერილები დამხვდა - თუ რა მაგრად "დამიმუღამებია" "ბილდინგი" Fortnite-ში და იქით თურქი აზიზა მწერს - ქართველები მართლა მგლები ყოფილხართო.
როგორც გავარკვიე, ჩემი 6 წლის ბიძაშვილი კონტროლერზეა შეჩვეული და მას კლავიატურა და მაუსზე თამაში უჭირს (კულტურული შოკია ჩემთვის).
წარმოდგენა შემეცვალა - აქამდე ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ჯოისტიკზე სირბილი, ხტუნაობა, დამიზნება, სროლა და მშენებლობა.
არ მსურდა ბიძაშვილის მოხვეჭილი სახელი გამეფუჭებინა, ამიტომ როგორც გამოვარკვიე bluetooth კლავიატურა და მაუსი შეგიძლიათ დაუკავშიროთ Playstation 4-ს და უფრო მეტიც Fortnite-ს კლავიატურის მხარდაჭერა აქვს!
აიპლიუსში 25 ინჩიანი 4K მონიტორი შევიძინე (სხვათა შორის სულ რაღაც 999 ლარად), ლამაზი ბლუთუზ კლავიატურა და მაუსიც.
საბოლოოდ, მე და ჩემი კონსოლი ესე დავლაგდით - "შუთერებისთვის" კლავიატურა და მაუსი, ხოლო ცალკე სათამაშო კუთხე - შედარებით პატარა მონიტორით, კლავიატურითა და მაუსით.
სპორტული თამაშებისთვის მეგობრებთან ერთად - დიდი ეკრანი, ბეევრი PS კონტროლერი და მეგობრები. სხვათაშორის სულ რაღაც :) 175 ლარი ღირდა აიპლიუსში კონტროლერები.
იმისათვის რომ ბლუთუზ კლავიატურა და მაუსი დავუკავშიროთ კონსოლს, შევდივართ Settings -> Devices, Bluetooth Devices და ვირჩევთ ჩვენს გაჯეტებს. სულ ეს არის!
აქვე, თამაშების მოკლე ჩამონათვალი, რომელსაც სრულად აქვს კონსოლზე მაუსის და კლავიატურის მხარდაჭერა:
Fortnite, DC Universe Online, Final Fantasy XIV, War Thunder.
აღსანიშნავია, თამაშების გარდა კლავიატურითა და მაუსით ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენება უფრო კომფორტულია !
და ბოლოს, რომელი ხარ შენ? მილენიალი, რომელიც კონტროლერით გაიზარდა თუ ჩემსავით თინეიჯერზე ოდნავ დიდი, რომელსაც ტრადიციული კლავიატურა და მაუსი ურჩევნია?