საქართველოში iPhone X-ის გაყიდვები iPhone+ში 5 ნოემბრიდან დაიწყება

საქართველოში iPhone X-ის გაყიდვები 5 ნოემბრიდან დაიწყება. iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი, 29 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქემ, iPhone X-ის აშშ-ში გაყიდვების დაწყებიდან ხუთი დღით ადრე, 19 999 ლარად შეიძინა.

 

iPhone+ში iPhone X-ის ფასი 4999 ლარიდან დაიწყება და აღნიშნულ მოდელზე დეფიციტის შემცირებასთან ერთად ფასიც დასტაბილურდება.

 

ჩვენ როგორც ყოველთვის, საქართველოში პირველები წარვუდგენეთ მომხმარებლებს ახალ iPhone X-ს. გამომდინარე იქიდან, რომ iPhone X ბაზარზე ჯერ-ჯერობით დეფიციტურია მისი ღირებულება იქნება 4 999 ლარი, რამდენიმე კვირაში კი, ველოდებით ფასის დასტაბილურებას. 

 

აღსანიშავია, რომ iPhone X, ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, საქართველოს მოქალაქემ ჩვენი მაღაზიის მეშვეობით შეიძინა.

 

გარდა ამისა, iPhone+ მომხმარებლებს Apple-ის პროდუქციაზე ოფიციალურ გარანტიას სთავაზობს. iPhone+ში შეძენილ Apple-ის პროდუქციას საერთაშორისო ერთ წლიანი გარანტიაც აქვს.

 

iPhone X ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა 8 სექტემბერს წარადგინა. მას უკვე უწოდეს მომავლის სმარტფონი.

 

იხილეთ ინფორმაცია iPhone X-ის შესახებ:

 

ახალი ერა, მომავლის სმარტფონი.

iPhone X - შუშის და ფოლადის მძლავრი ნაზავი, რომელიც უჟანგავია იცავს სმარტფონს ტენიანობისგან და მტვრისგან.

ფერები კლასიკური  - Space Gray და SIlver.

 

გადიდებული დაბლოკვის ღილაკი - დიდხანს დაჭერით აქტიურდება Siri. ეკრანზე ხელის გასმით კი საწყის მდგომარეობას ვუბრუნდებით.

 

ზომა - 5.8” - 174 გრამი - სუპერ Retina დისპლეი, OLED - მატრიცა 2436x1125 გაფართოებით, HDR 10-ის მხარდაჭერით. 

 

ახალი სმარტფონი მუშაობს Apple-ის სუპერ პროცესორზე A11 Bionic. ის 2 საათით უფრო მეტს ძლებს, ვიდრე მისი წინამორბედები.

 

Face ID 

 

Home ღილაკის და თითის ანაბეჭდის ერა სრულდება. ნაბიჯი წინ - სახის სკანერი. TrueDepth კამერის სისტემა 180 გრადუსით, სახის კანის თითოეულ წერტილს აფიქსირებს, რის შემდეგაც ნებისმიერი მაკიაჟის, ან სტილის შეცვლის მიუხედავად ბოტი შეძლებს ჩვენს ამოცნობას. Face ID თავისუფლად მუშაობს სიბნელეშიც.

 

2 კამერა რომელიც ერთმანეთთან ჰორიზონტალურად იქნება განლაგებული. 12 მეგაპიქსელი და პორტრეტული რეჟიმი კამერის ორივე მხარეს. ახალი კამერის წყალობით, საშუალება გვაქვს გადავიღოთ 4K ვიდეო, ან FullHD გამოსახულება.

 

წინა კამერა - 7 მეგაპიქსელი. როგორც ზევით აღვნიშნეთ, წინა კამერას დაემატა პორტრეტული რეჟიმში, რომლის შესაძლებლობები გულგრილს არავის დატოვებს.