
iOS 12 (ფარული სიახლეები)
4 ივნისს iOS 12-ის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სისტემის ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია. ძირითადი განახლებების შესახებ ჩვენს ვრცელ სტატიაში გაეცნობოდით(სტატია). აქ კი შემოგთავაზებთ ერთი შეხედვით შეუმჩნეველ სიახლეებს.
ახალი 3D Touch
Apple-მა 3D Touch-ის რამდენიმე მოქმედება შეცვალა. მაგალითისთვის თუ დიდხანს დავაჭერთ Note აპლიკაციას, გამოჩნდება დოკუმენტის სკანირების ფუნქცია, ხოლო თუ კამერას დავაჭერთ დიდხანს შტრიხ-კოდის სკანირებას შევძლებთ.
Siri-ის ახალი აქცენტი
Siri უკვე დიდი ხანია საუბრობს ინლისურად ამერიული, ავსტრალიური და ბრიტანული აქცენტით. iOS 12-ში კი სამხრეთ აფრიკულ და ირლანდიურ აქცენტსაც შევხვდებით.
AirDrop-ის პაროლი
iOS 12-სა და macOS 10.14-ში AirDrop-ის პაროლის გაზიარების ფუნქციაც დაემატა.