Washington Post - Huawei-სთან თანამშრომლობაზე უარს ევროპული კომპანიებიც ამბობენ

Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიების აკრძალვის შემდეგ, თანამშრომლობაზე უარს HUAWEI-ის, ევროპული გიგანტებიც ეუბნებიან.

 

Washington Post ვრცელ სტატიას უძღვნის, ბოლო დროს. HUAWEI-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

 

როგორც გამოცემა წერს. ბრიტანული ფიჭური კავშირის კომპანია Vodafone არ ჩართავს HUAWEI-ს სმარტფონებს 5G ქსელში. ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ Huawei-მ და Vodafone-მა 2 წლის წინ გააფორმეს. ხელშეკრულების მიხედვით, HUAWEI-ს ბრიტანეტში 5G ინტერნეტის სიჩქარე უნდა დაეტესტა.

 

ამასთან, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, პროცესორების მწარმოებელი, ბრიტანელი კომპანია - Arm Holding უარს აცხადებს HUAWEI-სთვის ჩიპების წარმოებაზე.

 

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ტრამპა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა უარი ეთქვათ HUAWEI-სთან თანამშრომლობაზე. ტრამპის განცხადებით, HUAWEI ამერიკელების პირად ინფორმაციას იყენებდა. კერძოდ, ამერიკელი ჯარისკაცების ლოკაციებს უთვალთვალებდა.

 

ტრამპის მოწოდებას 5 საათში Google გამოეხმაურა და განაცხადა, რომ HUAWEI-ს ახალი მოდელები Android Pie-ს განახლებას აღარ მიიღებდნენ. ასევე, Google ზღუდავს Huawei-ის ახალ მოდელებზე, მის სერვისების - Google Maps, Youtube, Gmail და სხვა Google-ის აპლიკაციების გამოყენებას.