Apple-ის პრეზენტაცია და iPhone 12

დიახ, როგორც იქნა 13 ოქტომბერია, დღე რომლსაც ყველა Apple-ის მოყვარული ელოდა. დღეს გაიმართება Apple-ის ყოველწლიური პრეზენტაციას, სადაც კომპანია iPhone 12-ს და მის რამდენიმე ახალ მოდელს წარმოგვიდგენს.

iPhone 12
უამრავი წყაროსა და გამოცემის დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღეს Apple 4 ახალი სმარტფონს,  5.4”-ინჩიანი iPhone 12 mini-, 6.1”-ინჩიან iPhone 12-, 6.1-ინჩიანი iPhone 12 Pro-ს და 6.7”-ინჩიან iPhone 12 Pro max-ს გამოუშვებს.

უდიდესი მოლოდინია დიზაინის ცვლილების კუთხით. გამორიცხული არ არის, ახალი მოდელები iPhone 4-ის და iPad Pro დიზაინის ღირსეული გამგრძელებლები გახდნენ და ოთხკუთხედი ფორმა მიიღონ. ახალი iPhone A14 Bionic ჩიპით წარმოგვიდგება, რომლის სავარაუდო ოპეატიული მეხსიერებაც 4 ან 6 GB იქნება.

ყველანი ველოდებით ახალ ფერს, ლურჯ iPhone-. როგორც იცით Apple-მა სექტემბერში ახალი Apple Watch და iPad Air ლურჯ ფერში შემოგვთავაზა, ახლა კი იგივე ფერს iPhone-ზეც ველით.