
მივესალმოთ iPhone Xs და iPhone Xs Max !
12 სექტემბერს, “სტივ ჯობსის თეატრში” Apple-მა ახალი iPhone-ები: iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr წარადგინა.
iPhone Xs და iPhone Xs Max
12 სექტემბრის პრეზენტაცია Apple-ის გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის განმაცვიფრებელი ციფრებით დაიწყო, მისი თქმით, iOS-ს (i ოპერაციული სისტემა) მსოფლიოს მასშტაბით, 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ტიმ კუკმა iPhone X-ის წარმატებასაც გაუსვა ხაზი.
“iPhone X-მა შეცვალა ინდუსტრია. ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდა. მისი პოპულარობის რეიტინგი 98%-ს უტოლდება”, - განაცხადა ტიმ კუკმა.
ახალ iPhone Xs და iPhone Xs Max-ს ახალი ფერი ოქროსფერი (gold) და 512GB-იან მეხსიერება დაემატათ. ახალ iPhone-ეში დაიხვეწა კამერა და სხვა ტექნიკური შესაძლებლობები.
iPhone Xs და iPhone Xs Max - შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილებაა. ზომით iPhone Xs Max iPhone 8 Plus წააგავს, თუმცა iPhone Xs Max-ის ეკრანის დიაგონალი iPhone 8 Plus-ის ეკრანზე გაცილებით მეტი - 6.5 ინჩია.
ახალი მოდელების კორპუსი გაცილებით უფრო მძლავრი საავიაციო შუშით დაიფარება. iPhone-ს ექნება IP68-ის სტანდარტი, რაც წყალში მოხვედრისას iPhone-ს დასველებისგან დაიცავს.
ორივე მოდელმა სუპერ რეტინა OLED-დისპლეი მიიღო. ეკრანის დიაგონალი კი, iPhone Xs-ზე 5.8 ინჩი, ხოლო iPhone Xs Max-ზე 6.5 ინჩი.
განსაკუთრებულია სიახლეა, iPhone-ების ახალი პროცესორი, A12 Bionic, რომელიც 7 ნანომეტრი სისქისაა. A12 Bionic შეიცავს 4 ბირთვიან გრაფიკულ პროცესორს და 5 ბირთვიან დამატებით ჩიპს. კომპანიამ თამამად აღნიშნა, რომ ეს მათ მიერ გამოშვებული ყველაზე მძლავრი პროცესორია.
iPhone Xs-სა და iPhone Xs Max-ში გამოჩნდა ახალი უფრო მგრძნობიარე სენსორიანი კამერა. ძირითადი კამერის დიაფრაგმა F/1.8, ხოლო დამატებითის F/2.4 იქნება.
ორივე მოდელს აქვს Smart HDR-ის მხარდაჭერა, რითიც გადაღებისას კამერა თავად აფიქსირებს მთავარ ობიექტს.
iPhone Xs 30 წუთით, ხოლო iPhone X Max - 1.5 საათით უფრო დიდხანს მუშაობს, ვიდრე წინა iPhone.