როდის გამოვა iOS 12 Beta 2?

4 ივნისს, WWDC18-ზე Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემა iOS 12 წარადგინა. იმავე დღეს კი სისტემის პირველი ბეტა ვერსია გამოვიდა. მომხმარებლები ახლა მოუთმენლად ელიან მეორე სატესტო ვერსიას.

უკანასკნელ 4 წელიწადში, ახალი  სისტემის სატესტო მეორე ვერსია, როგორც წესი კონფერენციიდან 14 ან 15 დღის შემდეგ გამოდის, გამონაკლისი მხოლოდ 2016 წელი იყო, როდესაც 22 დღე დასჭირდა.

ასე რომ, სულ მალე Apple iOS 12 BEta 2-ს წარმოგვიდგენ. გამოთვლებით კი ეს 18 ან 19 ივნისს იქნება. მასთან ერთად აუცილებლად გამოვა tvOS 12-ის და watchOS 5-ის ახალი სატესტო ვერსიებიც.