
როგორ მოვანდომოთ ადამიანს თითის მარჯვნივ გასმა
როგორ მოვანდომოთ ადამიანს თითის მარჯვნივ გასმა - ანუ როგორც ცვლის Tinder და გაცნობის აპლიკაციები ურთიერთობებს.
"გოგონას ქუჩაში გაცნობას თავისი "პეწი" აქვს. არაფერი შეედრება იმ დოფამინს, ანუ ჩვენს ენაზე მუცელში პეპლების ფრენას, პირის ავტომატურად დაღებას და ფიქრების არევას,” - იტყოდა ბაბუაჩემი.
მართლაც, მილენიალებს გვიჭირს გავიგოთ რატომ იყო ვინმეს მოწონება და გაცნობა დიდი ამბავი. არადა, ჩვენი ბაბუები ორშაბათს გოგონას გაიცნობდნენ, სამშაბათს მის ტუჩებზე და დალალებზე ფიქრობდნენ, ოთხშაბათს წერილს გაუგზავნიდნენ, რომელიც გოგონამდე ხუთშაბათს აღწევდა და შემდეგ ორშაბათამდე პასუხს ვერ იღებდნენ.
ეხლა? ეხლა იწერ tinder-ს და წავიდაა…
ოთხი ფსიქოლოგიური რჩევა, როგორ მოვაწონოთ მარტივად თავი tinder-ზე:
1. პროფილის ფოტო მნიშვნელოვანია. ადამიანები ძირითად მხოლოდ პროფილის სურათს უყურებენ - პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. ეცადეთ, მთავარ ფოტოზე იყოთ მიმზიდველი და ჩანდეს განსაკუთრებული გარემო;
2. ჩამოაყალიბეთ ბიოგრაფია მარტივად, გასაგებად და ადეკვატურად, მიუთითეთ თქვენი საიტზე ყოფნის მიზანი;
3. არანაირი ნუდი ! ადამიანებს მთლად ასეთი პირდაპირობაც არ უყვართ;
4. გამოიყენეთ GIF-ები და სმაილები. აგრძნობინეთ მომავალ პარტნიორს თავი 21-ე საუკუნეში