ანალიტიკოსები აანონსებენ, რომ შემოდგოამზე Apple ახალ Macbook-ს გამოუშვებს

TrendForce-ის კვლევების ცნობით, Apple შემოდგომაზე Macbook Air-ის ახალ მოდელს გამოუშვს.

წლის მეორე/მეოთხედი გარდამავალი პერიოდი გახლდათ, ახლა კი Apple ახალი Macbook-ის გამოსაშვებად ემხადება.

ახალ მოდელს აანონსებენ  Apple-ის ანალიტიკოსი მინგ-ჩი კიო და Blomberg News-ის რეპორტიორი მარკ გურმანი, თუმცა TrendForce-ისგან განსხვავებით, მათ დანამდვილებით არ იციან რომელი მოდელი იქნება.

მოსალოდნელია, რომ Apple შეწვეტს 11-ინჩიანი Air-ის გამოშვებას და ახალი მოდელი მხოლოდ 13-ინჩით გამოვა, რომლის სავარაუდო ფასი 999$ დოლარი იქნება.

ჯერჯერობით მონაცემებზე დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. შეგახსენებთ Apple-ის პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.