
iOS 12-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია!
iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr-ის გამოსვლის შემდეგ, Apple-ი საიტზე iOS 12, WatchOS 5 და MacOS Mojave-ს გასვლის თარიღი გამოქვეყნდა. განახლებები სექტემბერში გამოვა, თუმა არა კონკრეტულ ერთ დღეს.
Apple-ის ცნობით, iOS 12 და WatchOS 5-ის ჩამოტვირთვას 17 სექტემბრიდან შევძლებთ, ხოლო MacOS Mojave ხელმისაწვდომი 24 სექტემბრიდან იქნება.
შეგახსენებთ Apple-მა ახალი სისტემა 4 ივნისს, WWDC 2018-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა. iOS 12 იმუშავებს ყველა იმ მოდელზე, რომელზეც ხელმისაწვდომი იყო iOS 11.
MacOS Mojave მხარდაჭერა მიღებენ შემდეგი მოდელები:
- MacBook 2015 წლის და უფრო ახალი
- MacBook Air 2012 წლის და უფრო ახალი
- MacBook Pro 2012 წლის და უფრო ახალი
- Mac mini 2012 წლის და უფრო ახალი
- iMac 2012 წლის და უფრო ახალი
- iMac Pro 2017
WatchOS 5-ის დაყენება Apple Watch-ის ყველა მოდელზე იქნება შესაძლებელი.