
როგორ გადავიტანოთ ფოტოები iTunes-ის გარეშე
iOS მომხმარებელთა უმრავლესობისთვის iTunes-ით გამოყენებით ფოტოების, მუსიკები და ფაილების ტელეფონიდან კომპიუტერში გადატანა საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ზოგიერთ Windows-ის მომხმარებელს ამის სხვა ხერხით გაკეთება ურჩევნია.
ინსტრუქციაში გასწავლით, როგორ გადავიტანოთ iOS მოწყობილობიდან ფოტოები Windows სისტემის კომპიუტერში.
1. დაუკავშირეთ მოწყობილობა კომპიუტერს კაბელით
2. Windows 10-ში გახსენით აპლიკაცია Photos (Start საძიებო ველიდან)
3. დააჭირეთ ღილაკს import (მარჯვენა კუთხეში)
4. შეარჩიეთ სასურველი ფაილები
5. დააჭირეთ continue-ს და დაელოდეთ პროცესის დასრულებას.
გაითვალისწინეთ, ჩამოტვირთვის პროცესში კომპიუტერის გამორთვა არ შეიძლება.