iOS 12.1 beta 2 და გამოსწორებული შეცდომა

გუშინ ღამით, Apple-მა iOS 12.1-ის მეორე სატესტო ვერსია გამოუშვა. ახალ სისტემაში აღმოიფხვრა დატენვის პრობლება, რომელიც iOS 12-ზე ზოგიერთ მოდელში ფიქსირდებოდა. iPhone Xs-ის და iPhone Xs Max-ის მომხმარებლებს დატენვის პრობლემები ჰქონდათ. ზოგიერთი მოწყობილობა Lightning კაბელს ვერ აღიქვამდა, თუმცა ახალ სისტემაში ეს პრობლემა მოგვარებულია.

iOS 12.1-
ში Apple-მა ასევე დაამატა FaceTime-ის ჯგუფური ზარების რეჟიმი და 70-მდე ახალი ემოჯი ემოცია.