Apple-მა პრეზენტაციაზე iOS13 წარადგინა

გუშინ, Apple-მა პრეზენტაცია გამართა. როგორც Apple-მა პრეზენტაციაზე განაცხადა, ის უფრთხილდება მომხმარებელბის პირად ინფორმაციას, რაც დღესდღეობით დიდი გამოწვევაა და ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

 

Apple-მა პრეზენტაციაზე iOS13 წარადგინა. ახალი ოპერაციული სისტემა - iOS13 წინა ვერსიებთან შედარებით, ბევრად აჩქარადა. მაგალითად, Face ID 30%-ით უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე წინა ვერსიებზე იყო. ამავდროულად, ყველა აპლიკაციის ზომა დაპატარავდა. ამასთან ახალ iOS-ს Owl (dark) Mode ე.წ. “მუქი მენიუ” ექნება.

 

განახლდა Watch OS-იც, მას ამიერიდან ხმის სიმძლავრეს გაზომავის ფუნქცია ემატება, ხოლო მოწყობილობა შეგატყობინებთ საშიშია თუ არა ხმაურის დონე თქვენი ჯანმრთელობისათვის.

 

ასევე. iOS-ს iPad-ისთვის ოპერაციული სისტემა გამოეყო, iPad-ს ახალი ოპერაციული სისტემა iPadOS ექნება.

 

გარდა ამისა, გუშინდელ პრეზენტაციაზე წარადგინეს ახალი MacPro.

 

აღსანიშნავია, რომ Apple-მა Android-ის და iOS-ის ახალ სისტემასთან ადაპტირების სტატისტიკაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად iOS-ზე ადაპტირებას მომხმარებლის 85%-მა მოახდინა, ხოლო Android-ზე მხოლოდ 10%-მა.