
სერვის ცენტრის მენეჯერი - ინტერნეტის ეპოქამ და მობილობამ დააჩქარა მოთხოვნა სერვისის სისწრაფეზე
მე ვარ ინგა გოგია, აიპლიუსის მთავარი სერვის ცენტრის მენეჯერი. ჩვენ ყოველდღე ვვითარდებით, ვნერგავთ ახალ სერვისებს და ვხვეწთ არსებულს. განვითარების ახალ ეტაპზე, ინტერნეტის ეპოქამ და მობილობამ დააჩქარა მოთხოვნა სერვისის სისწრაფეზე.
არ დავიწყებ საუბარს, თუ როგორი მნიშვნელოვანია iPhone თანამედროვე სამყაროში, ჩვენ ვფიქრობთ როგორ ავაჩქაროთ სერვისი და ამისთვის ეფექტურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს. ამ სტატიაში იმ ძირითად საკითხებზე გესაუბრებით, რომელზეც მომხმარებლები ჩვენთან კომუნიკაციისას ინტრესდებიან.
დავიწყოთ, რომ აიპლიუსის სერვის-ცენტრებში ვახდენთ მხოლოდ Apple-ის მოწყობილობების ტექნიკურ დიაგნოსტირებას, შეკეთებას და ტესტირებას.
რა არის დიაგნოსტიკა და როგორ ხდება მისი ჩატარება?
Apple ეს არის უახლესი ტექნოლოგია, ხოლო ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები, მათ შორის iPhone-ები აწყობილია ნანო-დეტალებით (უმცირესი-დეტალებით). iPhone-ის უმრავლესი დეტალის შეუიარაღებელი თვალით გარჩევა არ არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ Apple-ის პროდუქციის დიაგნოსტირება ხდება მაღალი გარჩევადობის მქონე თანამედროვე მიკროსკოპებით.
დიაგნოსტირება არის უპირველესი ნაბიჯი, რომელიც უნდა გაიაროს მოწყობილობამ. ამ დროს ტექნიკოსი იკვლევს მოწყობილობის კონკრეტულად რომელ დეტალს აქვს პრობლემა და რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
გვაქვს მაღალი გარჩევადობის მიკროსკოპები, რაც საშუალებას აძლევს ტექნიკოსებს, დაადგინონ დაზიანებული ადგილები და მისი გამომწვევი მიზეზები. მაგალითად, iPhone-ის დედადაფა შედგება უმცირესი ჩიპსეტებისგან, თანამედროვე მიკროსკოპები გვაძლევს საშუალებას სტერეოსკოპული სიზუსტით მივიღოთ ინფორმაცია ჩიპსეტების მდგომარეობის შესახებ. ასევე, იზომება დეტალებში არსებული ძაბვის მუხტი, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მოწყობილობაზე არსებული პრობლემის სრულად გამოვლენისთვის.
შეკეთება
როგორც აღვნიშნეთ დიაგნოსტიკა არის უმთავრესი პროცესი, რომლის შემდეგ არის შესაძლებელი მოწყობილობის შეკეთება. შესაძლებელია დიაგნოსტირებამ გამოავლინოს ისეთი დაზიანება, რაც შეუძლებელს ხდის მოწყობილობის შეკეთებას.
შეკეთება არის ორი ტიპის, პირველი - დაზიანებული დეტალის შეცვლა, ანუ დეტალის ამოღება და ახლით ჩანაცვლება და მეორე - დაზიანებული დეტალის შეკეთება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობაზე დეტალი დაზიანებულია სასურველია შეიცვალოს, თუმცა რადგან დედადაფაზე ზოგიერთი მიკროსქემა ინტეგრირებულია ვერ ხდება მისი ახლით ჩანაცვლება.
მოწყობილობაზე ეკრანის, ელემენტის, შლეიფების, ან შედარებით დიდი ნაწილების შეცვლა ტექნიკურად შედარებით მარტივია, თუმცა გამოუცდელი ტექნიკოსის მიერ მოწყობილობის დაშლამ შეიძლება ამ დიდი ნაწილების დაზიანება გამოიწვიოს. ნებისმიერ დეტალის შეცვლას სჭირდება ცოდნა და ხელგაწაფულობა.
iPhone-ზე შუშას ახალი ტექნოლოგიებით ვცვლით
iPhone-ის ეკრანი შედგება ორი დეტალისგან - შუშისგან (touchscreen) და შიდა ეკრანისგან (გამოსახულების მაჩვენებელი - LCD) ადრე შუშის, ან შიდა ეკრანის დაზიანებისას მომხმარებელს სრულად ეკრანის შეცვლა უწევდა, რაც ზრდიდა მომხმარებლის ხარჯს, ორი წელია საქართველოში შემოვიტანეთ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, iPhone-ის შუშა განცალკევდეს შიდა ეკრანისგან - ეს ნიშნავს, რომ შუშის დაზიანებისას შეიცვლება მხოლოდ შუშა და მომხმარებლის ბიუჯეტი 70%-მდე დაიზოგება.
როგორ ხდება iPhone-ის დედადაფაზე შეკეთება?
Apple-ის მოწყობილობის დედადფაზე უამრავი ინდიკატორი, კონდესატორი და მიკროსქემაა განლაგებული. დაზიანებული დეტალის შეცვლას ტექნიკოსი მაღალი გარჩევადობის მიკროსკოპის ქვეშ ახდენს. დედადაფაზე მუშაობა არ შეუძლია ყველა ტექნიკოსს, საჭიროა დიდი გამოცდილება და მოწყობილობის დედადაფის სიღრმისეული ცოდნა.
ტესტირება
ტესტირება ეს არის მოწყობილობის შეკეთების ბოლო ეტაპი, როდესაც მოწყობილობაზე დეტალი შეცვლილი/შეკეთებულია და მიმდინარეობს მოწყობილობის დატვირთვა - ინტენსიური ამუშავება. მაგალითად, ელემენტის შეცვლის შემდეგ, მოწყობილობა სრულად უნდა დაიმუხტოს და სერვის-ცენტრის დაკვირვების ქვეშ ძლიერი დატვირთვით იმუშაოს. ტესტირების წარმატებით დასრულება მოწყობილობის წარმატებით შეკეთებას ნიშნავს.
სიახლეები
დავნერგეთ ტექნიკოსის გამოძახების სერვისი, მომხმარებელს 032 219 60 60-ზე დარეკვით ბინაზევე შეუძლია მიიღოს აიპლიუსის ტექნიკოსის მომსახურება. ტექნიკოსის გამოძახება შესაძლებელია თუ iPhone-ზე შეგექმნათ ისეთი პრობლემა, როგორიც არის ეკრანის, ელემენტის, ან შლეიფის დაზიანება.
აიპლიუსის ტექნიკურ სერვის ცენტრს აქვს “ჭკვიანი ბაზები” რაც საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა დროის რეალურ რეჟიმში ნახოს დაზიანებული მოწყობილობის დიაგნოსტირების, შეკეთების და ტესტირების პროცესი.
გარდა ამისა, მოწყობილობის დატოვებისას მომხმარებელს დროებით ვატანთ სათადარიგო iPhone-ს, კარგად გვესმის iPhone-ის საჭიროების მნიშვნელობა.
დეტალის ხარისხი და გარანტია
მოწყობილობის შეკეთებისას ვიყენებთ მაღალი ხარისხის დეტალებს, სანამ დეტალებს ახალი მომწოდებლისგან შევუკვეთავთ, მივლინებით ვუშვებთ ტექნიკოსებს იმისთვის, რომ ადგილზე შემოწმდეს დეტალის ხარისხი. გვირჩევნია, მაღალი ხარისხისთვის გადავიხადოთ შედარებით მეტი თანხა. მოწყობილობის შეკეთების შემდეგ შეცვლილ დეტალებზე ვავრცელებთ ერთთვიან გარანტიას.
მომხმარებლებს კონსულტაცია შეუძლიათ გაიარონ ქოლ-ცენტრში დარეკვით, ან Facebook-გვერდზე დაკავშირებით.