
Apple-ის პრეზენტაცია (iPhone 12,Mini, Pro, Pro Max)
პრეზენტაცია შედგა, შედგა ის რასაც ასე დიდხანს ველოდით. გულშემატკივრების და iPhone-ის მომხმარებლების იმედები სრულიად გამართლა. 13 ოქტომბერს, Apple-ის ყოველწიურ პრეზენტაციაზე, კომპანიამ 4 ახალი სმარტფონი - iPhone 12, iPhone 12 Mini, iPhone 12 Pro, iPhone 12 Pro Max და განახლებული HomePod Mini გამოუშვა.
HomePod Mini
პრეზენტაცია Apple-მა მოკრძალებულად, ახალი HomePod Mini-ის წარდგენით დაიწყო, რომელიც Apple-ის ისტორიაში ყველაზე ბიუჯეტური იქნება. 3.3”-ინჩიანი მოწყობილობის მთავარი ღირსება ჭკვიანი სახლის კონტროლი იქნება. ის კარგად უკავშირდება სახლის Smart მოწყობილობებს და გვიმარტივებს ცხოვრებას. გაუმჯობესდა ახალი HomePod-ის და Siri-ს კავშირიც.
iPhone 12
დღის მთავარი კულმინაცია კი ოთხი ახალი iPhone გახლდათ. Apple ახალ სიჩქარეზე, ახალ 5G სიხშირის მხარდაჭერაზე ოფიციალურად გადავიდა. iPhone 12 პირველი Apple-ის სმარტფონი იქნება 5G მხარდაჭერით. ახალი მოდელი A14 bionic პროცესორით აღიჭურვა, რომელაც მაგნიტური Magsafe-ით დატენვის ფუნქცია ექნება.
6.1”ინჩიან iPhone 12-ში ასევე შევხვდებით ახალ ფერებს. ლურჯი, მწვანე, წითელი, თეთრი და შავი. განახლებულ ფერებთან ერთად ახალი ეკრანიც გვაქვს საუკეთესო გაფართოებით Super Retina XDR 2532X1170-ზე.
სიახლე გვაქვს დიზაინთან დაკავშირებით. ახალი iPhone-ები iPad Pro-ს და iPhone 4-ის მსგავსად ოთხკუთხედი წახნაგებით იქნება. iPhone 12-ის დატენვას კი Lightning to USB-c კაბელით შეძლებთ.
iPhone 12 Mini
iPhone 12-თან ერთად გამოვიდა 5.4-ინჩიანი ეკრანით iPhone 12 Mini, რომელიც გაბარიტებით 4.7-ინჩიან iPhone 8-ზე პატარაა, თუმცა ზედაპირზე მთლიანი ეკრანის წყალობით პატარა მოწყობილობაში უზარმაზარ ეკრანს ვიღებთ. პროცესორი და ეკრანი იდენტური იქნება, რაც iPhone 12-ში. Apple-ში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს iPhone 12 Mini ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსს ოფიციალურად მოირგებს.
iPhone 12 Pro - iPhone 12 Pro Max
პრეზენტაციის ბოლოს კულმინაციის და ფლაგმანების დროც მოვიდა. 6.1 ინჩიანი iPhone 12 Pro და 6.7 ინჩიანი iPhone 12 Pro Max. ფლაგმან მოდელებში მთავარი აქცენტი კამერასა და მის განახლებულ სტაბილიზაციაზეა. Apple-ის ახალი კურსი iPhone-ით პროფესიონალური კამერის ჩანაცვლებაა და es დრო შორს ნამდვილად არაა.
განახლებული ღამის რეჟიმი, რომლის ფართოხედვის კამერა წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მოგცემს, 10 ბიტიანი Dolby Vision HDR კამერით, რომელიც 4k გამოსახულებას 60FPS-ით გადაიღებს.