
აიპლიუსი მადლობას უხდის “თიბისი დაზღვევას” განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრისთვის
გიგზავნით განსაკუთრებულ საჩუქარს, რომლითაც ვთვლით, რომ ამ ახალ წელს ერთად მნიშვნელოვან ცვლილებებს ვუყრით საფუძველს, - ასე იწყება თბს დაზღვევის დირექტორის პაატა ლაბაძის მიერ აიპლიუსში გამოგზავნილი ახალი წლის მისალოცი წერილი. როგორც ახალი წლის მისალოც წერილშია აღნიშული, "თიბისი დაზღვევამ" iPhone+ის, როგორც პარტნიორი ორგანიზაციის სახელით, საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის 30 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს კომპიუტერები გადასცა.
აიპლიუსი მადლობას უხდის "თიბისი დაზღვევას" განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრისთვის: “გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორია ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, მივესალმებით ჩვენი პარტნიორი “თიბისი დაზღვევის" ძალისხმევას პროექტ #ჩართეს განხორციელებაში და იმედს გამოვთქვამთ არაერთი ორგანიზაცია შეუერთდება ამ პროექტს.
პროექტ “ჩართეს” შესახებ დეტალურად ინფორმიცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.charte.ge.