Hey Siri თუ Okay Google? რომელს უფრო ესმის ქართველის

 

 

სანამ უშუალოდ ამ ორ ხმოვან ასისტენტს ერთმანეთს შევადარებთ, შევთანხმდეთ რომ. რა თქმა უნდა, Google-ის ასისტენტი უფრო ჭკვიანია, რადგან Google-ის სერვისები სისტემატიურად იმახსოვრებენ ჩვენს ინფორმაციებს - ჩვენს გადაადგილებას, საცხოვრებელ ადგილს, სად დავდივართ ხშირად, რა მოგვწონს და ა.შ. 

განსხვავებით Google-ისგან, Apple მაქსიმალურად მცირე ინფორმაციას იღებს ჩვენს შესახებ, რაც Siri-ს განვითარებას ანელებს. 

 

ორივე ხმოვანი ასისტენტი საუბრობს ინგლისურად და რუსულად, 2021 წლისთვის Google ქართული ენის დამატებასაც გვპირდება. Google-ისგან განსხვავებით Apple არაფერს გვპირდება.

 

შედარება:

-  Okay Google იყენებს Google Maps, Google Maps-ის სერვისი ძალიან პოპულაურია ჩვენთან და ბიზნეს-სუბიექტების უმრავლესობა განთავსებულია, Google Assistant-ის ინტეგრირებული Google Maps-ის წყალობით, შეგვიძლია Okey Google-ს ვკითხოთ სად არის ესა თუ ის ობიექტი განთავსებული, გავიგოთ რესტორნების სამუშაო დრო და დაგვირეკავს კიდეც ჩვენი სურვილის შემთხევაში. სწორედ Google Maps-ის საშუალებით იღებს Okay Google საცობების შესახებ ინფორმაციას, რაც მძღოლებს გვეხმარება Google-ის დახმარებით თავი ავარიდოთ თბილისში მოსალოდნელი საცობს.

 

- Siri იყენებს Apple Maps. Apple Maps საქართველოში განვითარებული არ არის. Apple-ს ხმოვანი ასისტენტი Google maps (არჩევით არ არის ცნობილი დავის გამო ამ ორ გიგანტ კოპანიას შორის) არ იყენებს, სწორედ ამიტომ უჭირს ისეთ კითხვებზე პასუხი, რომელსაც გამართული რუკა სჭირდება.

 

Hey Siri საქართველოში, ქართულ ნომრებზე დარეკვას ახერხებს, ინტერნეტში ნიუსებსაც მოძებნის, თუმცა ქართულად ვერა. შეგიძლიათ მასთან ინგლისურში გაივარჯიშოთ.

 

Siri-ს არ აქვს მახსოვრობის ფუნქცია განსხვავებით Google Asssistant-ისგან. ანუ წარმოვიდგინოთ:

 

- Hey Siri, დაუკარი ჯაზი

- რომელი “პლეერით” დავუკრა ?

- Youtube-ით.

და “პლეერის” არჩევის შემდეგ მოგიწევთ თავიდან გაუმეოროთ Siri-ს რა მუსიკის მოსმენა გინდოდათ.

 

Google ძლიერია დამახსოვრებაშიც და აქვს „რუტინის“ სერვისი. (Apple-მა ეს სერვისი ახლახანს დაამატა). 

 

ჩემს მაგალთს გეტყვით:

 

- Okay Google, Good night

შემდეგ მეუბნება ძილინებისას, ტელეფონს უთიშავს ხმას, მეკითხება რომელზე დამიყენოს მაღვიძარა და Youtube-ზე Pink Floyd-ის მუსიკებს მირთავს.

 

ჩემს სურვილზე მაქვს აწყობილი დილის რუტინაც. 

 

Google Assistant-ს და Siri-ს შორის სხვაობების შემდეგ თავად გადაწყვიტეთ რომელი უკეთესია ქართველისთვის.

 

დაგვიტოვეთ კომენტარი თქვენ რომელ ხმოვან ასისტენტს ანიჭებთ უპირატესობას?