
iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max - ორი ახალი საოცრება
iPhone 11 Pro / Max
ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია ხალხისთვის, რომლებიც ფოტო და ვიდეო გადაღებებზე მუშაობენ. ტექნოლოგიებთან შედარებით ფლაგმანების ფასი გამორჩეულად დაბალია. iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წინასწარი გაყიდვები iPlus-ში უკვე დაწყებულია და ახალი მოდელის ხილვას 22 სექტემბრიდან ჩვენს ფილიალებშიც შევძლებთ.
iPhone 11 Pro-ს და iPhone 11 Pro Max-ს A13 Bionic პროცესორის მხარდაჭერა აქვს. ის ყველაზე შრომატევადი და სწრადი პროცესორია მსოფლიოში. A13 Bionic გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე A12, რომელიც შარშან გამოვიდა.
ახალი მოდელის მთავარი ღირსება მასში ჩამონტაჟებული 3 ძირითადი კამერაა: 1 მაღალი ღრმა გაფართოების 12 მეგაპიქსელიანი ობიექტივი და 2 ჩვეულებრივი (ასევე, 12 მეგაპიქსელიანი). ობიექტივის კონტროლს გადაღების მომენტშივე შევძლებთ, ზუსტად ისე როგორც პროფესიონალური ფოტო აპარატი. iPhone 11 Pro ერთდროულად 9 ფოტოს იღებს. სხვა მოდელებისგან განსხვავებით კი, ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეუძლია.
ელემენტი - ერთ-ერთი მთავარი ღირსება. iPhone 11 Pro-ს ელემენტია, ის 4 საათით უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე iPhone Xs. iPhone 11 Pro MaX-ის ელემენტი კი 5 საათით უფრო მეტს, ვიდრე Xs Max. პირველად Apple გამოიყენებს 18 ვატიან fast Charger-ს.
ახალი ეკრანი - სუპერ რეტინა XDR, ზუსტად ისეთი, როგორსაც Apple ახალ Mac Pro-ზე იყენებს. დიაგონალები სტანდარტულია: 5.8” და 6.5” ინჩი.
ფლაგმანები ხელმისაწვდომი იქნება: ნაცრისფერ, ოქროსფერ და მწვანე ფერებში, ასევე განახლებული კოსმოსური ნაცრისფერი.