3 გენიალური თამაში, რომელიც დღეიდან უფასოა

გთავაზობთ თამაშების კრებულს, რომელიც App Store-ზე უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი:

1. Slayway Camp

ატმოსფერული თრილერი, სადაც მოთამაშემ უნდა მოძებნოს გზა, რომ სისხლიან საზარელ მკვლელობას თავი აარიდოს.  Slayway Camp-მა შესაძლოა მოთამაშეები საათობით მოწყვიტოს რეალობას. მისი ფასი 3 დოლარი გახლდათ, თუმცა ამიერიდან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

Slayway Camp -ჩამოტვირთე

2. PepeLine Adventures

ემოციური და განწყობაზე მოსასვლელი თამაში. აპლიკაცია აგებულია ლოგიკურ აზროვნებასა და გამჭრიახობაზე. მომხმარებელმა ისე უნდა შეცვალოს გზები, რომ შეყვარებულებს ერთმანეთთან მისვლა გაუადვილოს. PePeline-ის ფასი 2 დოლარი იყო.

PepeLine Adventures - ჩამოტვირთე

3.Orsus

Runer-ის ჟანრის და ტიპის თამაში. მომხმარებელი მართავს ენერგეტიკულ მუხტს, რომელის საკმაოდ სწრაფად და სხარტად რეაგირებს. Orsus დროის მოკვლის ბრწყინვალე საშუალებაა. მისი პირვანდელი ღირებულება 4 დოლარი გახლდათ.

Orsus - ჩამოტვირთე