
პოლიციელებმა აიპლიუსის მაღაზიის ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მოქმედების შედეგად, შსს-ს წარმომადგენლებმა ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა, აიპლიუსის მაღაზიის გაძარცვა რამდენიმე პირმა სცადა.
ბოროტმოქმედებმა შეამტვირიეს მაღაზიის ვიტრინები, პოლიციამ მძარცველები iPhone-ის და Samsung-ის სმარტფონების ტომარაში ჩალაგებისას ადგილზევე დააკავეს
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობდნენ.
ძარცვის ამსახველი კადრები ჩვენს გვერდზე რამდენიმე წუთში განთავსდება. აიპლიუსი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსწრაფესი რეაგირებისთვის.