პრეზენტაციამდე Huawei Mate 30 Pro-ს შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

 

დიდია დაინტერესება როგორი იქნება ახალი Huawei Mate 30 Pro. ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მედიამ Huawei-ის კულუარებიდან ახალ Mate 30 Pro-ზე ინფორმაცია მოიპოვა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, Huawei-ის ახალი მოდელს ექნება გაუმჯობესებული ძლიერი პროცესორი - Kirin 915, რომელიც Huawei-ის Mate სერიას რადიკალურად გააუმჯობესებს. ამასთან, ახალი სმარტფონში განთავსდება 4 კამერა.

 

აღსანიშნავია, რომ Huawei-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ, რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე გაიჟღერა ფრაზამ, რომ Huawei 5G სმარტფონის შექმნას გეგმავს. არ არის დადასტურებელი, თუმცა ივარაუდება, რომ Huawei-ის დირექტორი  საუბრობდა Huawei Mate 30 Pro-ზე, რომელიც Huawei-ის პირველი სმარტფონი იქნება 5G მხარდაჭერით. 5G მხარდაჭერა უდავოდ ახალი სიტყვაა სმარტფონების ტექნოლოგიებში. 

 

Huawei Mate 30 Pro-ს პრეზენტაციის მოლოდინში ჟურნალისტები მუშაობენ მეტი სიახლე მიიღონ და საზოგადოებას ტექნოლოგიური მიღწეევები წარუდგინონ. აიპლიუსი, როგორც Huawei-ის ოფიციალური პარტნიორი თვალყურს ადევნებს მიმდინარე სიახლეებს და პერიოდულად მოგაწვდით კაცობრიობის ყველა ტექნოლოგიურ მიღწევას.