
iPhone SE 2 (პირველი ფოტოები)
პოპულარულ მარკეტინგულ საიტ Weibo-ზე iPhone SE 2-ის პირველი ფოტოები გამოჩნდა. ახალი მოდელის კორპუსი შუშითაა დაფარული. ფოტოები პირატულია და ჯერჯერობით ოფიციალურ ცნობებთან კავშირი არ აქვს.
კორპუსზე საავიაციო შუშის დამატებით, SE 2 უსადენო დატენვის ფუნქციას შეიძენს. სავარაუდოდ ცვლილება არ შეეხება ეკრანის ზომას. ასევე მოსალოდნელია Home ღილაკის და Touch ID-ის დაბრუნებაც.
ჭორების თანახმად ახალი მოდელი Apple A10 პროცესორს მიიღებს. ასევე წინა კამერა 5MP იქნება.