Apple პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხებს გამოყოფს

Apple პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხებს გამოყოფს, - ამის შესახებ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განცხადა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს მსოფლიო იმედის სიმბოლო უწოდა.

 

"ვწუხვართ და გულით ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ტკივილს, მთავარია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის.

 

მსოფლიოსთვის Notre dame de Paris (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი) არის იმედის სიმბოლო, სწორედ ამიტომ Apple გამოყოფს თანხებს მის აღსადგენად", - წერს ტიმ კუკი მიკრობლოგ Twitter-ში.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ პარიზის დროით საღამოს გაჩნდა ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენა.