
WWDC 2018
მოახლოვდა Apple-ის ყოველწლიური კონფერენცია WWDC 2018. მომხმარებელთა შორის საკმაოდ დიდი ინტერესია თუ რას წარმოგვიდგენს Apple ამჯერად. ის რაც დანამდვილებით ვიცით, არის iOS 12. ტიმ კუკი პირველ რიგში სწორედ ახალ ოპერაციულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც გაცილებით უფრო დახვეწილი და ძლიერი იქნება.
Bloomberg-ის ცნობით, Apple WWDC 2018-ზე ახალი მოდელების პრეზენტაციას არ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების უმეტესობა iPhone SE 2-ის გამოჩენას ელის, როგორც ჩანს ეს სიამოვნება სექტემბრისთვის უნდა გადავდოთ. წყაროს ინფორმაციით, ახალი მოდელების გამოსვლამდე Apple არ გეგმავს კარტების გახსნას.
შეგახსენებთ, ყოველწლიური კონკრენცია სტარტს 4 ივნისს აიღებს და 8 ივნისამდე გაგრძელდება. უკვე ტრადიციულად, მოვლენა სან-ხოსეს საკონფერენციო ცენტრ McEnery-ში გაიმართება.