iOS 12-მა საიდუმლო გასცა

უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ წელს Apple 3 ახალ iPhone-ს წარმოგვიდგენს, რომელთაგან ერთ-ერთი 6.5”-იჩნიანი იქნება. Appleinsider-ის ცნობით, ამის გარკვევა iOS 12-ის კოდის საშუალებით მოხდა.

დეველოპერმა გილერმე რემბომ სოციალურ ქსელში iPhone X PLus-ის და iPad Pro 2018-ის იკონი განათავსა, რომელიც მან iOS 12-ის კოდში იპოვა.

iPhone X Plus-
ს აუცილებლად ექნება TrueDepth-კამერა. ამასთან ჭორების თანახმად, ახალი მოდელი ორი კარტის მხარდაჭერას მიიღებს.

შეგახსენებთ, Apple-ის პრეზენტაცია და ახალი მოდელების წარდგენა სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.