ღირს თუ არა iPhone X-ის შეძენა 2019 წელს ?

 

 

iPhone X შარშან გამოვიდა. ეს ტელეოფნი მნიშვნელოვანია ყველა ეფლომანისთვის. არა იმიტომ რომ ძალიან მაგარი ეკრანი აქვს, არამედ იმიტომ რომ მან შეცვალა Apple-ის კულტურა iPhone-ის მიმართულებით. გაქრა ღილაკი, დაემატა ახალი ფუნქციები და ღილაკის გარეშე ტელეფონის მართვა უფრო მოსახერხებელი გახდა.

 

iPhone X და iPhone XS გვერდიგვერდ რომ მოვათავსო ვერ გაარჩევთ რომელი რომელია. ამ ორ მოდელს შორის მთავარი განსხვავება პროცესორში, კამერასა და წყალგამძლეობაშია.

 

2019 წლის სმარტფონების ტრენდი კვლავ OLED ტექნოლოგიის ეკრანია. ანუ ისეთი ეკრანი, რომელზეც შავი პიქსელები არ ანათებს, ენერგოეფექტურია და ფერებსაც კარგად გაარჩევთ. iPhone X-ს უკვე აქვს OLED ტექნოლოგიის ეკრანი.

 

დიზაინით საუკეთესოა სმარტფონებში, ძალიან ლამაზია - წინ სრულად ეკრანი და უკან შუშა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ლამაზი სმარტფონია 2019 წელსაც.

 

ამ მოდელების მთავარი ღირსება მაინც Face ID-ია. თქვენი სახე არის თქვენი პაროლი და არსად არ არის ეს ტექნოლოგია ესეთი დახვეწილი და დაცული როგორც iPhone-ში. 

 

თუ 0.24 წამი თქვენთვის მნიშვნელოვანია შეიძინეთ iPhone XS, თუ 0.24 წამით გვიან კოდის მოხსნა მისაღებია და თქვენთვის არაფერს ცვლის, მაშინ შეგიძლიათ iPhone X გამოიყენოთ.

 

კამერა ძალიან კარგია, Animoji-თაც კარგად გაერთობით. თუმცა კამერა iPhone XS ბევრად უფრო ნათელი აქვს. ვიდეო გადაღება კი ერთნაირია - უსწრაფესი ფოკუსით და სტაბილიზაციით.

 

მთავარი განსხვავება მაინც პროცესორია. დღესდღეისობით iPhone X-ის პროცესორი კარგ შედეგებს დებს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ აპლიკაციების განახლებასთან ერთად პროცესორიც დაიტვირთება და თუ iPhone X კიდევ 5 წელი შეძლებს მოგემსახუროთ, XS შეძენის შემთხვევაში ეს პერიოდი დაახლოებით 7 წელი იქნება.

 

ერთიც, ტექნოლოგიების შეძენისას ვინ აკეთებს გათვლას 3 წელზე ან მეტ პერიოდზე? მე სიამოვინებით მეორედ შევიძენდი iPhone X-ს 2019 წელს.